არასამთავრობო ორგანიზაციის “ვეძებ” დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში შემაძრწუნებელი ამბის შესახებ წერს, რომელიც მისი ინფორმაციით წლების წინ ჩოხატაურში მოხდა.
“1984 წელს ჩოხატაურის ერთ-ერთ სოფელში გაუგონარი ამბავი მოხდა. ძმამ 14 წლის და გააუპატიურა, გოგონა დაორსულდა, ბავშვი თბილისში გააჩინა და სამწუხაროდ მას საშვილოსნო ამოაჭრეს. გოგოს ბავშვის სახლში წაყვანა უნდოდა, მაგრამ დედის კატეგორიული მოთხოვნის და ჩხუბის შედეგად, მან შვილი სამშობიაროში დატოვა. ჩატარდა არაერთი სასამართლო, სადაც დედის მოთხოვნით მოძალადედ დამ ძმა დაასახელა.
სამწუხაროდ ისტორიის დასასრული არ ვიცი, მაგრამ 39 წლის შემდეგ მინდა გითხრათ ყველას, ვინც ეს ისტორია იცით და მთელი ამ დროის განმავლობაში ძმას ლაფში სვრიდით.
სინამდვილეში გოგონა უფროსმა მამაკაცმა, მეზობელმა გააუპატიურა, და-ძმას ცხოვრება გაუუბედურა და თვითონ მშვიდად დაპარპაშებს. დედის საქციელზე საერთოდ აღარ ვსაუბრობ. მაგრამ მინდა, ყველამ იცოდეთ. ძმა უდანაშაულოა”, – წერს თამუნა მუსერიძე.