დიდ საიდუმლოს ფარდა აეხადა – შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე დუმილს არღვევს და ყველაფერს ყვება

დიდ საიდუმლოს ფარდა აეხადა – შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე დუმილს არღვევს და ყველაფერს ყვება

შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე “მეტრონიმის” კითხვებს პასუხობს, რომელიც “მეტრონმმა” ფურცელზე დაუწერა და ციხეში შეუგზავნა.

მაგდა პაპიძე: მე დღემდე ე.წ. “ვიზუალურ საკანში“ ვარ, უამრავი შეზღუდვით და “მისჯილი“ მაქვს დახურული რეჟიმი. მეორე წელია დღეში მხოლოდ ერთი საათი მაქვს უფლება ჭერახდილში ჰაერის სუნთქვის. ვინც მე ასეთ მდგომარეობაში განმისაზღვრა “სასჯელის“ მოხდა, მათ ძალიან კარგად იციან, როგორი დამანგრეველია ჩემი ჯანმრთელობისთვის უჰაერობა და უმოძრაობა, რომ აღარაფერი ვთქვა იმ სტრესულ გარემოებაზე, რომელიც ამ შენობაშია. წუწუნს არ ვაპირებ, მაგრამ თუკი კანონმდებლობა მოქალაქეს აძლევს უფლებას “არაღიარებითი“ ჩვენების ქონის, მაშინ ასეთ მსჯავრედებულების მიმართ უნდა ჰქონდეს სხვა მიდგომა სასჯელაღსრულების სისტემას და კონტრასტში არ უნდა მოდიოდეს კანონი კანონთან და ამ შემთხვევაში “რაღიარება“ და “აღიარება“ ერთ პირობებს არ უნდა განიცდიდეს, რაც ხდება ჩემს შემთხვევაში.

შეზღუდვები, რომლებიც მაქვს სრულად უსაფუძვლოა და ვიზუალური საკანი ადამიანს თუ არ ანადგურებს, ნამდვილად არ შველის (ჩემს შემთხვევაში ყოველ შემთხვევაში). აუცილებლად აღვნიშნავ სამედიცინო პერსონალს, რომლებიც ნამდვილად ჩემი ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგანან და მადლობა მათ, თუმცა ყოველგვარი მკურნალობა “წყლის ნაყვაა“ ასეთ დახურულ და ფიზიკურ მდგომარეობაში.

კითხვაზე თუ რატომ გამოიწვია ამხელა ინტერესი ამ ამბავმა პასუხობს:

“საზოგადოების ჩართულობა ჩემს უბედურებაში გამოიწვია პოლიციის მიერ გავრცელებულმა უსაფუძვლო “აღიარებამ“. ჩემს შემთხვევაში სოციალური ქსელი გახდა დაუპატიჟებელი ტრიბუნა და „მოსამართლეც“ განაჩენის გამოსატანად. საზოგადოებრივი ინტერესი დაცვი მხარეს ყოველთვის დიდ ზიანს აყენებს მაშინ, როცა ამ კონკრეტულ პროცესს მთლიანად მედია უდგას სათავეში. გამომძიებლები და ე.წ. ექსპერტი თანმიმდევრულად და მთავრობის ბინძური მესაიდუმლეები არიან სამწუხაროდ, და საქართველოში “სამართალდამცავი“ პირდაპირი მნიშვნელობით კომერციული სინდისის მატარებელი მწამებელია.

მკვლელობების სერიები გადაება 2015-2016 წლებში და ასეთი ბინძური პიარი პროკურატურას არც ერთ საქმეზე არ უწარმოებია, როგორც პაპიძე მაგდას შემთხვევაში. იმიტომ, რომ მე, პოლიცის (დიდი დიღმის) შენობაში დაკითხვისას ვამხილე და ვუთხარი, რომ არ ვაპატიებდი ჩემს სიტყვიერ, ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფას მათ. ჩემს სხეულზე პოლიციელების დე-ენ-ემი იყო, იმ პირველ პროცესამდე, როდესაც მე აღმკვეთი მდგომარეობა მომიწესეს.

წყარო: postnews.com.ge