“არ მიყ­ვარს გა­მო­ჩე­ნა, ზოგს რომ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და­უ­ძა­ხე­ბენ და თავ­ქუდ­მოგ­ლე­ჯი­ლე­ბი გარ­ბი­ან, ასე არ ვარ…” – როგორია “ერთაოზ ბრეგვაძის” დღევანდელობა და რას იხსენებს მსახიობი

“არ მიყ­ვარს გა­მო­ჩე­ნა, ზოგს რომ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და­უ­ძა­ხე­ბენ და თავ­ქუდ­მოგ­ლე­ჯი­ლე­ბი გარ­ბი­ან, ასე არ ვარ…” – როგორია “ერთაოზ ბრეგვაძის” დღევანდელობა და რას იხსენებს მსახიობი

და­ვით ჟღენ­ტი წლე­ბის წინ პო­პუ­ლა­რუ­ლი ერთი ფილ­მით გახ­და. ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ას “შე­რე­კი­ლე­ბი” მა­შინ ქვე­ყა­ნას მო­ე­დო. ბა­ტო­ნი და­ვი­თი ერ­თა­ოზ ბრეგ­ვა­ძის როლ­ზე სრუ­ლი­ად გა­მო­უც­დე­ლი და­ამ­ტკი­ცეს. დღეს მსა­ხი­ო­ბი 69 წლი­საა, არ უყ­ვარს სა­ჯა­როდ გა­მო­ჩე­ნა. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის კომ­პლექ­სუ­რი სპორ­ტუ­ლი ცენ­ტრის ღა­მის და­რა­ჯი იყო. ამ­ბობს, რომ დღეს “სახ­ლში ზის, პენ­სი­ით ცხოვ­რობს”.

და­ვით ჟღენ­ტი

– ოზურ­გე­თის რა­ი­ონ­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე… 15 წლის რომ გავ­ხდი, თბი­ლის­ში, თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­სა­ბა­რებ­ლად წა­მო­ვე­დი. სკო­ლა­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში პრო­ფე­სია უკვე არ­ჩე­უ­ლი მქონ­და, მსა­ხი­ო­ბო­ბა მსურ­და… მო­გეხ­სე­ნე­ბათ, იმ პე­რი­ოდ­ში თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში მოხ­ვედ­რა უდი­დე­სი პრობ­ლე­მა იყო და თუ რა­ტომ, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კარ­გად იცის… თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში მოხ­ვედ­რა სირ­თუ­ლით სა­მე­დი­ცი­ნო სას­წავ­ლე­ბელ­ში მოხ­ვედ­რას­თან იყო გა­ტო­ლე­ბუ­ლი… რეზო ჩხე­ი­ძეს სკო­ლა ჰქონ­და მსა­ხი­ო­ბე­ბის აღ­საზ­რდე­ლად, გეგ­მა­ში ჰქონ­და კინო ჯგუ­ფი თბი­ლის­ში, თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში გა­ეხ­სნა. იქ ჩა­ვი­რი­ცხე და ჩემ­თვის ძა­ლი­ან იღ­ბლი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან გა­მოც­და­ზე ელ­დარ შენ­გე­ლა­ია იყო და ფილმში ამიყ­ვა­ნა, სამ დღე­ში როლ­ზე და­მამ­ტკი­ცა. ალ­ბათ, ის და­ი­ნა­ხა ჩემ­ში, რაც ამ რო­ლის­თვის ჭირ­დე­ბო­და.

– სრუ­ლი­ად გა­მო­უც­დე­ლი მთა­ვარ როლ­ზე აღ­მოჩ­ნდით…

– დიახ.. სკო­ლა­ში რა­ღაც დრა­მა­ტუ­ლი წრე­ე­ბი იყო, ყველ­გან აქ­ტი­უ­რი ვი­ყა­ვი, იცოდ­ნენ ჩემი წინა გან­ზრახ­ვა და მა­კა­ვებ­დნენ …

– ფილმში ძა­ლი­ან ლაღი და ბუ­ნებ­რი­ვი ხართ, ეს რო­გორ შე­ძე­ლით?

– ბავ­შვი ვი­ყა­ვი და სი­ლა­ღეც მქონ­და… მა­შინ ისე­თი დრო იყო, 16-18 წლის ჯერ კი­დევ ბავ­შვე­ბი ვი­ყა­ვით. ეს სი­ლა­ღე და სი­სუფ­თა­ვე სულ დამ­რჩა, მა­პა­ტი­ეთ ამ თქმა­ზე და არ გავ­ბინ­ძუ­რე­ბულ­ვარ… მა­შინ კი ჩვე­ნი ასა­კის ადა­მი­ა­ნებ­ში ეს სი­ლა­ღე და სი­სუფ­თა­ვე ჭარ­ბად იყო. სხვა­ნა­ი­რე­ბი ვი­ყა­ვით, სხვა­ნა­ი­რი დრო იყო… მარ­თა­ლია კო­მუ­ნის­ტუ­რი წყო­ბა იყო, მაგ­რამ მშობ­ლებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, მშობ­ლე­ბის, დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბის გვჯე­რო­და. სხვე­ბის მი­მართ მეტი პა­ტი­ვის­ცე­მა გვქონ­და. ჩვენ­ში ნაკ­ლე­ბი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა იყო, მაგ­რამ უფ­რო­სე­ბის გვჯე­რო­და… ამ ყვე­ლა­ფერ­მა ჩვენს მო­მა­ვალ­ზე ალ­ბათ დიდი გავ­ლე­ნა იქო­ნია. გა­და­ღე­ბე­ბი რომ და­ი­წყო, კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა ჯგუ­ფი გა­იხ­სნა, თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში მოვ­ხვდი და აუხ­დე­ნე­ლი ნატ­ვრაც ავის­რუ­ლე… ბრწყინ­ვა­ლე რე­ჟი­სო­რის – შალ­ვა გა­წე­რე­ლი­ას ჯგუ­ფი და­ვამ­თავ­რე, შემ­დეგ თა­ვის­თან, მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში წა­მიყ­ვა­ნა, ოთხი წელი ამ თე­ატ­რში ვმუ­შა­ობ­დი…

შემ­დეგ უფრო მე­ტად ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე გა­და­ვე­დი, მყავს ოჯა­ხი, ექი­მი მე­უღ­ლე და სამი შვი­ლი. სა­მი­ვე შვი­ლი ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლია… მე პენ­სი­ო­ნე­რი ვარ, პენ­სი­ით ვცხოვ­რობ, ვზი­ვარ სახ­ლში ვერ­თო­ბი, ხან სად წა­ვალ, ხან სად…

“შე­რე­კი­ლე­ბი”

– ისევ ფილმზე სა­უ­ბარს რომ და­ვუბ­რუნ­დეთ, გა­და­ღე­ბე­ბის დროს ლე­გენ­და არ­ტის­ტებს შეხ­ვდით… ეს რას ნიშ­ნავ­და თქვენ­თვის?

– ეს ყვე­ლა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო… ყვე­ლა­ნი ძა­ლი­ან კარ­გე­ბი, უბ­რა­ლო­ე­ბი იყ­ვნენ. ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელს მი­წყობ­დნენ, მე­ფე­რე­ბოდ­ნენ. ახალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი, არ მა­თა­მა­მებ­დნენ, მაგ­რამ ჩემს მი­მართ ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დათ. ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან დიდი სი­ხა­რუ­ლი იყო… გახ­მო­ვა­ნე­ბებ­ზე თუ ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძის, ცხო­ნე­ბუ­ლი რა­მა­ზის გვერ­დით მოვ­ხვდე­ბო­დი, რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი?! ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ას ფილმში მოხ­ვედ­რა ხომ მი­თუ­მე­ტეს… ელ­დარ შენ­გე­ლა­ია ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში, თით­ქმის ყვე­ლა მისი ფილ­მი შე­დევ­რია. აქე­დან სამ ფილმზე სა­უ­ბა­რიც აღარ არის, მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ და­ი­ზე­პი­რა ამ ფილ­მე­ბი­დან ფრა­ზე­ბი…

– ფილ­მი ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სოა, მაგ­რამ გა­და­ღე­ბე­ბიც ასე იყო, თუ სირ­თუ­ლეც ბევ­რი ახ­ლდა?

– დიახ, ბევ­რს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ად­ვი­ლი ჰგო­ნია და მა­შინ მეც ასე მე­გო­ნა, რომ მსა­ხი­ო­ბო­ბა ძა­ლი­ან ად­ვი­ლი იყო. არა­და მსა­ხი­ო­ბო­ბა ურ­თუ­ლე­სია, ძა­ლი­ან მძი­მე შრო­მა… ვხე­დავ­დი, ამ ხნის ხალ­ხი რა თავ­და­უ­ზო­გა­ვად შრო­მობ­დნენ წვი­მა­ში, თოვლში, ქარ­ში. მო­ხუ­რუ­ლი ქურ­თუ­კე­ბით, ავ­ტო­ბუს­ში შე­ყუ­ჟუ­ლე­ბი, დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე ელო­დე­ბოდ­ნენ, რო­დის წა­მო­ვი­დო­და ღრუ­ბე­ლი, მზე. სა­ში­ნე­ლი ტან­ჯვა ჰქონ­დათ და ფილ­მის ყუ­რე­ბი­სას ყვე­ლას წარ­მო­უდ­გე­ნია, რომ იქ დროს­ტა­რე­ბის მეტს არა­ფერს აკე­თებ­დნენ. ფილ­მის გა­და­ღე­ბა წე­ლი­წად­ზე მეტი გრძელ­დე­ბო­და. სა­ში­ნე­ლი პი­რო­ბე­ბი გვქონ­და, სად არ დავ­დი­ო­დით. მა­შინ მა­ღა­ლი დო­ნის ტრან­სპორ­ტი არ იყო, ავ­ტო­ბუ­სი ხან სად ფუჭ­დე­ბო­და, ხან სად… მოკ­ლედ, გა­და­ღე­ბა ტან­ჯვა იყო, მაგ­რამ ბო­ლოს დიდი შე­დე­გი მო­ვიმ­კეთ.

– ფილ­მი ძა­ლი­ან ბევრ კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე იყო და რო­გორც მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელს ბევ­რგან მო­გიხ­დათ წას­ვლა?

– დიახ, მექ­სი­კა­შიც კი იყ­ვნენ წა­სუ­ლე­ბი, მაგ­რამ მე უკვე სხვა ფილმზე ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი და არ­სად წავ­სულ­ვარ. და­ვით რონ­დელ­მა გა­და­ი­ღო ფილ­მი, სა­დაც მთა­ვარ როლს ვას­რუ­ლებ­დი… შემ­დეგ კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქუ­თა­ის­ში ჩა­ტარ­და, მა­შინ გა­და­ღე­ბებ­ზე ზუგ­დიდ­ში ვი­ყა­ვით და რეზო ჩხე­ი­ძემ გა­მო­ი­ა­რა. წა­მო­ვე­დი და ამ კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე პრი­ზი ავი­ღე სა­უ­კე­თე­სო დე­ბი­უ­ტი­სათ­ვის.

– არ ჩან­ხართ, არ გიყ­ვართ პრე­სა­ში გა­მო­ჩე­ნა და თქვენს მი­მართ დიდი ინ­ტე­რე­სია…

– არ მიყ­ვარს გა­მო­ჩე­ნა, ზოგს რომ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და­უ­ძა­ხე­ბენ და თავ­ქუდ­მოგ­ლე­ჯი­ლე­ბი გარ­ბი­ან, ასე არ ვარ. არ ვიცი რამ­დე­ნი ტე­ლე­ვი­ზია აღარ და­მი­კავ­შირ­და, ვინ აღარ მთხო­ვა, მაგ­რამ თავს ვი­კა­ვებ, არ მიყ­ვარს ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნა. ზოგს უხა­რია და ღმერ­თმა სი­კე­თე მის­ცეთ… რაც შე­ე­ხე­ბა მო­ა­რულ ხმებს, ისიც კი გა­ვი­გე ჩემს შე­სა­ხებ, თით­ქოს სა­ცხოვ­რებ­ლად ამე­რი­კა­ში გა­და­ვე­დი. არ­სად წავ­სულ­ვარ, აგერ ვარ ჩემს ქვე­ყა­ნა­ში! ამი­ე­რი­დან რაღა დროს ჩემი წას­ვლაა, 69 წელი და­ვამ­თავ­რე…

– თუ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა იქ­ნე­ბო­და, გა­და­სა­ღებ მო­ე­დანს და­უბ­რუნ­დე­ბო­დით?

– რა­ტო­მაც არა? რა­ტომ არ უნდა და­ვუბ­რუნ­დე და ვი­თა­მა­შო?! შე­მიძ­ლია, ჯან­ზე ვარ, ენერ­გია მაქვს… ელ­დარ შენ­გე­ლა­ია აპი­რებ­და ფილ­მის გა­და­ღე­ბას, შემ­დეგ არ და­უ­ფი­ნან­სეს, თო­რემ მპირ­დე­ბო­და როლს.

– რა უთ­ქვამთ, ერ­თა­ოზ ბრეგ­ვა­ძის რო­ლის შეს­რუ­ლე­ბის­თვის, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად და­გა­მახ­სოვ­რდათ?

– რა ვიცი, ყვე­ლამ ასე ჩათ­ვა­ლა, ამ რო­ლის­თვის და­ი­ბა­დეო… ჩემს თავს არ ვი­ქებ, ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ას ფილ­მია. ბრწყინ­ვა­ლე ადა­მი­ა­ნის და რე­ჟი­სო­რის. ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ას ფილმში ვინც მოხ­ვდე­ბა, ჩათ­ვა­ლოს, რომ 50 პრო­ცენ­ტი უკვე წარ­მა­ტე­ბა მიღ­წე­უ­ლი აქვს. ფილ­მებს “არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნა“, „ცის­ფე­რი მთე­ბი“, „შე­რე­კი­ლე­ბი“ დღე­საც კი ასპრო­ცენ­ტი­ა­ნი მა­ყუ­რე­ბე­ლი ჰყავს და სამ­ჯერ რომ უყუ­რონ, მე­ო­თხედ მა­ინც უყუ­რე­ბენ…

წყარო: https://www.ambebi.ge/