2024 წელს სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე თბილისის მერია ერთჯერად დახმარებას გასცემს.
პროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.
ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ ის კიდევ მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:
ა) 300 ლარი – მე-3 ახალშობილზე;
ბ) 500 ლარი – მე-4 ახალშობილზე;
გ) 1000 ლარი – მე-5 და შემდეგ ახალშობილზე.
თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 1 მარტამდე მიწოდებული ბაზის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში.
კუთვნილი თანხის დარიცხვა მომსახურე ბანკიდან (“თიბისი ბანკი”) ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ განხორციელდება.
რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ოჯახმა ?
მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას დამატებითი თანხის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნას:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, პირველი-მეორე შვილზე განცხადებით მიმართვა საჭირო არ არის და მათ სიას სოციალური მომსახურების სააგენტო გადასცემს. ხოლო, მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას მშობლის პირადობის მოწმობა და ახალშობილების დაბადების მოწმობის ასლი უნდა წარადგინოთ და განცხადებით თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურს მიმართოთ. შემდგომში, თიბისი ბანკიდან ბარათის დამზადების შესახებ შეტყობინებას მიიღებთ და თანხა ჩაგერიცხებათ.
დამატებითი ინფორმაციისათვის კი შეგიძლიათ, დარეკოთ ცხელ ხაზზე: 272 22 22
“ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით“ – ვინ მიიღებს ამ თანხას
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
”უმძიმესი ამბავი მინდა გითხრათ…” – ნოე სულაბერიძის განცხადება
პოპულარული ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს რომ ”იმედზე” მუშაობა მისთვის საამაყოა და არხზე გასული არცერთი სიუჟეტის არასდროს შერცხვება. პოსტს უცვლელად გთავაზობთ: ”ცხოვრებაში არანარი ძალადობა, არავის…
-
გიორგი გახარიას შოკისმომგვრელი განცხადება
ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, გვინდა შეგახსენეოთ, რას აცხადებდა გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით: “ბიძინა ივანიშვილის სანქცირება, ფაქტობრივად, ქართული ხელისუფლების სანქცირებას ნიშნავს, რაც ჩემთვის მიუღებელია. იმიტომ, რომ…
-
ტატუ კიბოს რისკის ზრდასთან არის დაკავშირებული – ახალი კვლევა
როგორც წესი, ტატუს ყველაზე მძიმე გვერდით ეფექტად სინანული ითვლება. თუმცა, ახალი კვლევის თანახმად, სანერვიულო ამაზე ბევრად მეტი შეიძლება იყოს. ტატუები ახლა ძალიან პოპულარულია. და მაინც, ძალიან ცოტა რამ ვიცით ჯანმრთელობაზე…
-
“არასდროს გადმოხვიდეთ ავტობუსის წინა მხრიდან“ – ვრცელდება ვიდეორეგისტრატორის მიერ გადაღებული კადრები
“არასდროს გადმოხვიდეთ ავტობუსის წინა მხრიდან. ეს ადამიანი და მძღოლი გადარჩა, თუმცა შეიძლება შენ ვერ გადრჩე. უნდა გაიზარდოს თუ არა ქვეითებზე ჯარიმები?“- წერს “ჩემი ქალაქი მკლავს“. ვიდეო: ჩემი ქალაქი მკლავს…
-
დიდ საიდუმლოს ფარდა აეხადა – შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე დუმილს არღვევს და ყველაფერს ყვება
შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე “მეტრონიმის” კითხვებს პასუხობს, რომელიც “მეტრონმმა” ფურცელზე დაუწერა და ციხეში შეუგზავნა. მაგდა პაპიძე: მე დღემდე ე.წ. “ვიზუალურ საკანში“ ვარ, უამრავი შეზღუდვით და “მისჯილი“ მაქვს…
-
“არ მიყვარს გამოჩენა, ზოგს რომ ტელევიზიაში დაუძახებენ და თავქუდმოგლეჯილები გარბიან, ასე არ ვარ…” – როგორია “ერთაოზ ბრეგვაძის” დღევანდელობა და რას იხსენებს მსახიობი
დავით ჟღენტი წლების წინ პოპულარული ერთი ფილმით გახდა. ელდარ შენგელაიას “შერეკილები” მაშინ ქვეყანას მოედო. ბატონი დავითი ერთაოზ ბრეგვაძის როლზე სრულიად გამოუცდელი დაამტკიცეს. დღეს მსახიობი 69 წლისაა, არ უყვარს საჯაროდ გამოჩენა.…