საქართველოში ბოლო სამ დღეში ოთხი მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი ყველაზე ხშირად

საქართველოში, ბოლო სამ დღეში, ოთხი მიწისძვრა მოხდა. როგორც ცნობილია, ყველაზე ხშირად, მიწისძვრის ეპიცენტრი რაჭა იყო. 

პირველი მიწისძვრა, 4 ივნისის ღამით, 02:03 საათზე დასავლეთ საქართველოში მოხდა, რომელიც საკმაოდ ძლიერი იყო. მიწისძვრის სიმძლავრე 5,4 მაგნიტუდას შეადგენდა და მისი ეპიცენტრი ონიდან 9 კილომეტრში, სოფელ ირში მდებარეობდა.

მეორე მიწისძვრაც ქალაქ ონში,  05:30 საათზ სოფელ ირში დაფიქსირდა. სიმძლავრემ 3.7 მაგნიტუდა შეადგინა. 

მესამე მიწისძვრა, ქალაქ დმანისში, სოფელ მამიშლარში დაფიქსირდა და 3.1 მაგნიტუდა შეადგინა. 

მეოთხე მიწისძვრა კი, კვლავ ქალაქ ონში, სოფელ ირში დაფიქსირდა, სიმძალვრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა. 

შესაძლოა დაგაინტერესოთ