ახლახან ცნობილი ჟურნალისტი გარდაიცვალა

რუსი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე ნიკოლაი სვანიძე 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.

სვანიძე მოსკოვში, საკუთარ ბინაში გარდაიცვალა. ბოლო წლებში ის ავად იყო. ექიმებმა მას თავის ტვინის იშემია დაუდგინეს, რაც პნევმონიის შემდეგ გართულებებმა გამოიწვია.

ნიკოლაი სვანიძე დიდი ხნის განმავლობაში რუსეთის ტელევიზიაში მუშაობდა. 1997-1998 წლებში ის რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის გენერალური დირექტორი იყო. 1995 წელს მიიღო ტეფის პრემია, ხოლო 2001 წელს მას ღირსების ორდენი გადაეცა რუსეთის ტელევიზიისა და რადიოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

2005-2014 წლებში სვანიძე რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრი იყო, ხოლო 2022 წლის ნოემბრამდე იყო რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია სვანიძემ დაგმო, რის გამო მას სახელმწიფო სტრუქტურები დაატოვებინეს.

შესაძლოა დაგაინტერესოთ