“გთხოვთ, თუ გეცნობათ მონაყოლი აუცილებლად მომწერეთ”- და ძმას ეძებს: შოკისმომგვრელი ისტორია

სოციალურ გვერდზე, ჯგუფში “ვეძებ” ქვეყნდება ანონიმური წერილი და თუ მკითხველი საკუთარ ისტორიას ამოიცნობს, მიმართოს ჯგუფის “ვეძებ” ადმინისტრატორებს:

შოკისმომგვრელი ისტორია
#ანონიმური
#ეძებენბიჭს1968
#2სამშობიაროკამოზე
1968 წლის აპრილ-მაისის თვეში 8 თვის ორსული ქალბატონი ქუჩაში წაიქცა და დაეწყო ნაადრევი მშობიარობა. სასწრაფო დახმარებამ პირდაპირ ქუჩიდან მიიყვანა კამოს ქ. მდებარე #2 სამშობიაროში. ამ ქალბატონის მეუღლე იმ პერიოდში იმყოფებოდა ქვეყნის გარეთ მივლინებით და ამ ქალბატონს არავინ ახლდა მშობიარობისას .
მშობიარობის მერე დედას უთხრეს რომ ბავშვი მკვდარი დაიბადა ..
დედამ არ დაიჯერა ბავშვის გარდაცვალება და საკუთარი ოჯახის გავლენების გამოყენებით დაიწყო ამ საქმის გარკვევა. ძიების პერიოდში დედას უკან არ დაუხევია არც ფინანსური რესურსის დახარჯვაზე და არც ოქროს ნივთების გაჩუქებაზე , რისი დამსახურებითაც მრავალწლიანი ძებნის შემდეგ მან მართლაც მიაკვლია თავისი ბიჭის მშვილებელ ოჯახს …
ბიჭი უკვე 12 წლის იყო.
აღმზრდელი ოჯახის თხოვნით მან გადაწყვიტა მოეცადა ამ ბავშვის სრულწლოვანებამდე ,და მერე გაემხილა სიმართლე .
თუმცა მანამდე დაუახლოვდა ამ ოჯახს და გამზრდელი დედის მეგობრის სტატუსით ხშირად სტუმრობდა მათ .
შვილისთვის ყველა მოგზაურობიდან ჩამოჰქონდა საჩუქრები ამ პერიოდში. ( იქნებ მიხვდეს ის ბიჭი) ამ ქალბატონის ოჯახი იყო საკმაოდ შეძლებული და გავლენიანი.
მეუღლეს არ უმხელდა ამ ამბავს , რადგან იცოდა რომ მეუღლე ვერ მოითმენდა და უფრთხილდებოდა შვილის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას .
სამწუხაროდ მოხდა დიდი ტრაგედია და ეს ქალბატონი ბავშვის სრულწლოვანებამდე რამდენიმე თვით ადრე ავტოავარიით გარდაიცვალა …
დარდისგან ამ ქალბატონის მეუღლეს ინსულტი განუვითარდა და ისიც მალე გარდაიცვალა .
ეს ამბავი იცოდა მხოლოდ ამ ქალბატონის მეგობარმა , და სწორედ მისი მონაყოლით ეძებს ახლა თავის ძმას, ბიოლოგიური და,
გთხოვთ, თუ გეცნობათ ეს ისტორია აუცილებლად მომწერეთ”

წყარო

შესაძლოა დაგაინტერესოთ