“აქ ყველაფერი კარგადაა” – წყალქვეშა ნავ “ტიტანის” ბორტიდან გაგზავნილი უკანასკნელი შეტყობინება აშშ-ის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გაშიფრეს.
“ტიტანი” ექსპერიმენტალური, დისტანციურად მართვადი აპარატი იყო, რომელიც 1912 წელს ჩაძირული “ტიტანიკის” დათვალიერების მსურველთა ტრანსპორტირებისთვის შეიქმნა. “ტიტანი” გემ “პოლარული პრინცის” “შვილობილი” იყო და სწორედ იქიდან იმართებოდა.
“ტიტანსა” და “პოლარულ პრინცს” შორის უკანასკნელი კომუნიკაცია მგზავრობის დაწყებიდან დაახლოებით საათ-ნახევარში შედგა. სიღრმესთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხად, “ტიტანის” ეკიპაჟმა გაგზავნა შეტყობინება – “აქ ყველაფერი კარგადაა”.
“ტიტანის” სამძებრო ოპერაცია, რომელშიც რამდენიმე სახელმწიფო მონაწილეობდა, ნავის ნაწილების პოვნით დასრულდა, 5-კაციანი ეკიპაჟი კი დაღუპულად გამოცხადდა.
წყარო: rustavi2.ge