ნაპოლის ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

ნაპოლის ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

ნაპოლის ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ხვიჩა კვარაცხელიას, მომავალი სეზონიდან, ანტონიო კონტე გაწვრთნის. კონტემ იტალიურ კლუბთან სამ წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

იტალიელი ბოლოს “ტოტენჰემს“ წვრთნიდა, საიდანაც შუა სეზონზე არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს. სპეციალისტი სხვადასხვა დროს იუვენტუსის და ინტერის მწვრთნელი იყო, მის მიერ გაწვრთნილ გუნდებს იტალიის ჩემპიონატი ოთხჯერ აქვთ მოგებული.