ვერძი
ამ დღეს წარმატებას მხოლოდ კარგად ნაცნობი, რუტინული სამუშაო მოგიტანთ, ახალი ამოცანები კი სხვა დღისთვის უნდა გადადოთ. ვიღაცამ შეიძლება თქვენი წყობიდან გამოყვანა სცადოს, მაგრამ ეცადეთ, პროვოკაციას არ აჰყვეთ და არ ინერვიულოთ. გახსოვდეთ, რომ მოზღვავებულმა ემოციებმა შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეგიქმნათ. აუცილებელი არ არის, რომ ყველაფერი მარტომ აკეთოთ – შეგიძლიათ საკუთარი მოვალეობები სხვა ადამიანებს გაუნაწილოთ.
კურო
მშვიდი და ურთიერთობისთვის ხელსაყრელი დღეა. გირჩევთ, საკუთარ საჭიროებებს ცოტა მეტი დრო დაუთმოთ – მაგალითად, საყიდლებზე წახვიდეთ ან დამამშვიდებელი მასაჟი ჩაიტაროთ. დროა, იმუნური სისტემის გაძლიერებაზე იზრუნოთ და მავნე ჩვევებს დაემშვიდობოთ. ეცადეთ დაუსრულებელი საქმეების მძიმე ტვირთისგან გათავისუფლდეთ, რომ ახალი, საინტერესო პროექტების დაწყება შეძლოთ.
ტყუპები
ენერგიით სავსე ხართ, მაგრამ ერთდროულად ათი საქმის კეთება მაინც არ გირჩევთ. ჯობია, ყურადღება ყველაზე სასწრაფო საქმეების დასრულებისკენ მიმართოთ და თქვენთვის კომფორტული ტემპით იმუშაოთ. დღევანდელი ნაცნობობა დადებით ემოციებს და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს მოგიტანთ. რთული პროექტის დასრულების შემდეგ თავს გადაღლილად გრძნობთ, ამიტომ შეგიძლიათ, განტვირთვის საღამო მოიწყოთ, რაც განწყობას აგიმაღლებთ.
კირჩხიბი
ახალი საქმის დაწყებისა და უცნობი სფეროების შესწავლისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ გირჩევთ, ყურადღება თქვენს რუტინულ სამუშაოზე გადაიტანოთ და დაწყებული საქმე დაასრულოთ. ეცადეთ, საკუთარი სიტყვები აკონტროლოთ და გარშემო მყოფებს კრიტიკული შენიშვნებით თავი არ მოაბეზროთ. თუ ვინმესთან პრეტენზიები გაქვთ, ისე უნდა გამოხატოთ, რომ არავინ გაანაწყენოთ.
ლომი
მიზნების მისაღწევად მეტი სიმტკიცე და მოთმინება უნდა გამოიჩინოთ. შესაძლოა, ყველაფერი პირველ ცდაზე არ გამოვიდეს, მაგრამ საბოლოოდ, დამსახურებულ წარმატებას მიაღწევთ. მოსალოდნელია პატარა სასიამოვნო სიურპრიზები, რომლებიც განწყობას აგიმაღლებთ. შესაფერისი დღეა ახალი პროექტის დასაწყებად. ამ დღეს ყველა ინფორმაცია საგულდაგულოდ უნდა შეამოწმოთ, განსაკუთრებით ის, რომელიც პროფესიულ საქმიანობას ეხება.
ქალწული
ექსპერიმენტებისთვის შეუფერებელი დღეა, ამიტომ ძველი და კარგად გამოცდილი ხერხებით უნდა იმოქმედოთ და სანდრო ადამიანებთან იურთიერთოთ. ამ დღეს გადაწყვეტილებები სწრაფად და უყოყმანოდ უნდა მიიღოთ. რთული საქმეების ნუ შეგეშინდებათ – თქვენი აქტიურობა კარიერაზე დადებითად აისახება. შესაძლოა, ამ დღეს თქვენი ცხოვრებიდან ვიღაც ან რაღაც წავიდეს, თუმცა ამის გამო შვებას უფრო იგრძნობთ, ვიდრე სინანულს.
სასწორი
ამ დღეს პრობლემები შეიძლება ყველაზე მოულოდნელ დროს და ადგილზე წარმოიქმნას. თვალი ადევნეთ და აკონტროლეთ ყველაფერი, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია. ეცადეთ, ფული დაზოგოთ და ზედმეტი ხარჯები თავიდან აიცილოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდება. სწორად შედგენილი გეგმა საშუალებას მოგცემთ, ყველა დავალება დროულად დაასრულოთ და დასვენებისა და გართობის დროც დაგრჩეთ.
მორიელი
დიპლომატიური უნარები და გარემოებებთან ადაპტაციის უნარი დაგეხმარებათ, სერიოზული პრობლემები თავიდან აიცილოთ. ეცადეთ, წვრილმანებზე არ გაღიზიანდეთ და ფული რაც შეიძლება ნაკლებად ხარჯოთ. თუ თქვენს ცხოვრებაში პრობლემა გაჩნდა, ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით არასწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, თუმცა შეცდომის გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება.
მშვილდოსანი
ემოციურად რთული და დაძაბული დღეა. გარშემო მყოფებთან ურთიერთობა და წონასწორობის შენარჩუნება გიჭირთ. მცირე წინააღმდეგობაზე მზად ხართ იფეთქოთ, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ კონტაქტები შეზღუდოთ და ნაკლები ისაუბროთ. სანამ შეთავაზებულ პირობებს დათანხმდებით, კარგად დაფიქრდით, რას მიიღებთ საბოლოოდ და მოგიწევთ თუ არა საკუთარ ინტერესებზე უარის თქმა.
თხის რქა
სიახლეებისა და ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ წესების მიხედვით იმოქმედეთ და თქვენი უშუალო მოვალეობები შეასრულეთ. რთული კვირის ბოლოს შრომატევადი საქმეების დაწყებას უნდა მოერიდოთ. ნუ აჩქარდებით, რომ შეცდომა არ დაუშვათ და საქმეს ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყევით. სასურველია, მეტი უსმინოთ და ნაკლები ილაპარაკოთ, რათა რაღაც მნიშვნელოვანი არ გამოგრჩეთ.
მერწყული
ეცადეთ, კარგად გამოიძინოთ და დილიდან საკუთარ თავს პოზიტიური განწყობა შეუქმნათ. ეს დაგეხმარებათ ამ დღის ყველა სირთულეს წარმატებით გაუმკლავდეთ. დღის მეორე ნახევარში თქვენი ენერგია და შრომის ნაყოფიერება იმდენად გაიზრდება, რომ ყველა რთული და უსიამოვნო დავალების დასრულებას შეძლებთ. მთავარია, ახალი საქმის დაწყებისგან თავი შეიკავოთ და საყვარელ ადამიანთან კამათს ერიდოთ.
თევზები
ეს დღე მშვიდად, ზედმეტი ემოციების გარეშე უნდა გაატაროთ. გირჩევთ, რუტინულ სამუშაოს მეტი დრო დაუთმოთ და ყოველდღიური დავალებები დროულად დაასრულოთ. ამ დღეს ყველაზე სწორი ინტუიციურად მიღებული გადაწყვეტილებები იქნება. ნუ გადაიღლებით და დროდადრო შეისვენეთ, რათა ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ. გირჩევთ, სახლიდან უსარგებლო ნივთები მოიცილოთ, რომლებიც მხოლოდ ადგილს იკავებს. ხელსაყრელი დღეა შოპინგისთვის.