“სუპერმარკეტში რიგში ჩემს წინ მდგომი სიმპათიური ქალბატონი თვალს არ მაშორებდა…”- რა წარმოუდგენელი ისტორია გადახდა ქართველ ემიგრანტს

ქალაქ რომის ერთ -ერთ სუპერმარკეტში სალაროს რიგში ვიდექი.ჩემს წინ მდგომის სიმპათიური ქალბატონი თვალს არ მაშორებდა.

-ვიცნობთ ერთმანეთს?-ვკითხე გაკვირვებულმა.

-არა,ჩემ შვილს გავხარ ძალიან.მაგრამ ის უკვე წავიდა…

დავიბენი …ვიფიქრე ნიღაბი მიკეთია როგორ მიმამსგავსა?! თან ალბათ ძალიან ახალგაზრდამ თუ გააჩინა შვილი… მე არც ისე პატარა ბიჭი ვარ.თან მომერიდა რომ მეკითხა რა დაემართა მის შვილს.

-ეს ვირუსსი რომ არა ჩაგეხუტებიდი!…-მითხრა ქალმა ნაღვლიანად.

ემოციებისაგან მეც მზად ვიყავი ჩასახუტებლად… ეს ვირუსსი რომ არა

ქალმა თავისი საყიდლები დააწყო სალაროსთან. ისევ მომიბრუნდა და მითხრა:

-მხოლოდ ერთს გთხოვ…თუ შეგიძლია დედა დამიძახე.

უკვე იმდენი დღე ვარ მარტო გამოკეტილი კარანტინში, და თან მხოლოდ ნახევრადფაბრიკატებს ვჭამ… მონატრება ყელში მომაწვა…

-დედაა! -ხმამაღლა ვიყვირე და თვალეზე ცრემლი მომერია.

ქალმა ჩააწყო ნაყიდები და უკანმოუხედავად წავიდა…

სულ რამდენიმე ნივთი ვიყიდე… მოლარემ 200 ევრო უნდა გადაიხადოთო…

-როგორ 200ერო ?! – ნუთუ ასე ძალიან გაძვირდა ყველაფერი?

მოლარემ კი მიპასუხა:

-არა, იმ ქალბატონმა, წეღან დედა რომ დაუძახეთ იმ ქალბატონმა მითხრა ჩემი შვილი გადაიხდის ყველაფერსო…

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

შესაძლოა დაგაინტერესოთ