საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სარკინიგზო შემთხვევის გამო, ორი თანამშრომელი დაიღუპა. როგორც საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, ამ დროისთვის, გაჩერებულია. “დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გაჩერებულია ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რომლის მგზავრები არ დაშავებულან. მომხდარის შესახებ მიმდინარეობს დეტალური მოკვლევა, ხოლო შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო პროცედურები, რის შემდეგაც განხორციელდება ბათუმი-თბილისის მატარებლის ტრანსპორტირება თბილისი ცენტრალის მიმართულებით. “საქართველოს რკინიგზა” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს თანამშრომლებსა და გარდაცვლილთა ოჯახებს”, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რა ხდება ბათუმი-თბილისის რეისზე: მატარებელი ორ საათზე მეტია გაჩერებულია და დაღუპულია ორი ადამიანი
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
“მაშინ დედა ჩვენთან იყო და ჩვენც ბედნიერები ვიყავით”- გია ბაღაშვილი გარდაცვლილ დედას იუბილეს ტკივილიანი წერილით ულოცავს და ფოტოს აქვეყნებს
გია ბაღაშვილი გარდაცვლილ დედას იუბილეს ემოციური სიტყვებით ულოცავს. ამის შესახებ გია სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ დედა დღეს 79 წლის გახდებოდა. „დღეს დედას დაბადების დღეა… 79 წლის გახდებოდა……
-
რა ვიდეოს აქვეყნებს ხანძარში დაღუპული ტყუპების დედა…
ვრცელდება ქალის ინტერვიუ, რომელსაც 12 აგვისტოს ხანძროს დროს 2 შვილი დაეღუპა. ნახეთ ვიდეო: ნახვები : 14,768
-
ტყის ხანძარს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ბრაზილიაში, სან-პაულუს შტატში ტყის ხანძარს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მედიის ცნობით, ხანძრის შედეგად 30 ქალაქი დაზარალდა. მედიის ცნობთ, დაღუპულები ერთ-ერთი სამრეწველო ქარხნის თანამშრომლები არიან, რომლებიც ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ. მთავრობის მიერ…
-
საშინელი ტრაგედია: წყალდიდობას 11 ადამიანი ემსხვერპლა
ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ლაონინის პროვინციის ქალაქ ჰულუდაოში მომხდარ წყალდიდობას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 14 დაკარგულად ითვლება, იუწყება ადგილობრივი მედია. ინფორმაციის თანახმად, წყალდიდობა რეგიონში მოსულმა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. უხვმა ნალექმა ქალაქში გზები,…
-
ავტობუსი მდინარეში გადავარდა – 27 დაიღუპა, 16 დაშავდა
ნეპალში ტურისტებით სავსე ავტობუსი მდინარეში გადავარდა. შემთხვევის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. როგორც ნეპალის პოლიციის სპიკერი, შაილენდრა თაფა, იუწყება, ავტობუსს 43 ინდოელი ტურისტი…
-
მოგლეჯილია ხეები, ჩაიხერგა გზები, განადგურებულია სავარგულები, ქარმა სახლებს სახურავები ახადა – სად მძვინვარებს სტიქია ამ წუთებში?
სტიქიამ ახმეტის მუნიციპალიტეტი დააზარალა. ადგილობრივების ინფორმაციით, უამინდობა რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა. წვიმას ქარი და სეტყვა ერთოდა, რამაც სავარგულების ნაწილი დააზიანა. ამ დროის მონაცემებით, ქარმა რამდენიმე სოფელში 10-მდე საცხოვრებელ სახლს,…