ავტობუსი მდინარეში გადავარდა – 27 დაიღუპა, 16 დაშავდა

ნეპალში ტურისტებით სავსე ავტობუსი მდინარეში გადავარდა. შემთხვევის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

როგორც ნეპალის პოლიციის სპიკერი, შაილენდრა თაფა, იუწყება, ავტობუსს 43 ინდოელი ტურისტი ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში გადაჰყავდა.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შედეგად მაშველებმა, წვიმის შედეგად ადიდენბულ მარსიანგდის მდინარიდან 22 ადამიანი გადაარჩინეს, რომელთაგან 12 სერიოზულად იყო დაშავებული და საჰაერო გზით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინდური მედიის ინფორმაციით, ინდოეთის შტატმა, სადაც ტურისტები ავტობუსზე ავიდნენ, შემთხვევის ადგილას სამაშველო სამუშაოების კოორდინირებისთვის ოფიციალური წარმომადგენელი გაგზავნა.

შესაძლოა დაგაინტერესოთ