საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სარკინიგზო შემთხვევის გამო, ორი თანამშრომელი დაიღუპა. როგორც საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, ამ დროისთვის, გაჩერებულია. “დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გაჩერებულია ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რომლის მგზავრები არ დაშავებულან. მომხდარის შესახებ მიმდინარეობს დეტალური მოკვლევა, ხოლო შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო პროცედურები, რის შემდეგაც განხორციელდება ბათუმი-თბილისის მატარებლის ტრანსპორტირება თბილისი ცენტრალის მიმართულებით. “საქართველოს რკინიგზა” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს თანამშრომლებსა და გარდაცვლილთა ოჯახებს”, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რა ხდება ბათუმი-თბილისის რეისზე: მატარებელი ორ საათზე მეტია გაჩერებულია და დაღუპულია ორი ადამიანი
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
2 ავტობუსი მდინარეში ჩავარდა: 60-ზე მეტი დაკარგული, 3 გადაარჩენეს – ცნობილი გახდა მიზეზი, რამ გამოიწვია საშინელი ტრაგედია? (ახალი დეტალები+ფოტო)
ნეპალში წვიმის შედეგად ადიდებულ მდინარეში 2 ავტობუსი ჩავარდა, რომელშიც 60-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ინფორმაციას „ალჯაზირა“ ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, უბედური შემთხვევის შედეგად 3 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. ისინი ადგილობრივებმა ახლოს მდებარე სამედიცინო დაწესებულებებში…
-
12 ლოგიკური ამოცანა, რომელსაც სკოლის მოსწავლეები უკეთ ართმევენ თავს – გადაამოწმეთ თქვენი შესაძლებლობები
ამა თუ იმ ამოცანის ამოხსნისას ხან დაკვირვებაა საჭირო, ხანაც მათემატიკური უნარები. ორივე შემთხვევაში, ლოგიკური აზროვნებაა აუცილებელი, რომ სწორი შედეგი მიიღოთ.მაშ ასე, ყურადღებით იყავით და დავიწყოთ: 1.1990 წელს ბიჭი 15…
-
მართვის მოწმობა უვადო აღარ იქნება – როდის და როგორ უნდა გამოცვალოთ საბუთი?
AM, A, B, BE, T, S, A1, A2, B1 – კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მართვის მოწმობის მოქმედების ვადა განსაზღვრულია 15 წლით.C, CE, D, DE, C1, C1E, D1, D1E – კატეგორიებისა…
-
ვრცელდება შოკისმომგვრელი კადრები – შემთხვევა 17 წლის მძღოლმა გამოიწვია (ვიდეო)
ვრცელდება შოკისმომგვრელი კადრები. შემთხვევა მიჩიგანში მოხდა. ავარია 17 წლის მძღოლმა გამოიწვია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. კადრებს CNN ავრცელებს. ნახვები : 5,410
-
“მივედი, ვემთხვიე საფლავს და მხოლოდ ეს ვუთხარი…”- რა სასწაული მოუვლინა მომღერალ გოჩა ჭაბუკაიძეს დედა მატრონამ
წმინდა მატრონა მოსკოველთან დაკავშირებულ ამ ისტორიას, “პრაიმტაიმთან”, მუსიკოსი და მედავითნე – გოჩა ჭაბუკაიძე პირველად ჰყვება… მას მორწმუნენი მიმართავენ სხვადასხვა პრობლემის დროს, მათ შორის, როცა სამსახურში ხელმოცარულნი არიან, ავადმყოფობენ, სწავლასთან…