2 ავტობუსი მდინარეში ჩავარდა: 60-ზე მეტი დაკარგული, 3 გადაარჩენეს – ცნობილი გახდა მიზეზი, რამ გამოიწვია საშინელი ტრაგედია? (ახალი დეტალები+ფოტო)

ნეპალში წვიმის შედეგად ადიდებულ მდინარეში 2 ავტობუსი ჩავარდა, რომელშიც 60-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

ინფორმაციას „ალჯაზირა“ ავრცელებს. 

მედიასაშუალების ცნობით, უბედური შემთხვევის შედეგად 3 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. ისინი ადგილობრივებმა ახლოს მდებარე სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

ნეპალის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, დაკარგული ადამიანების სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა მათ პოვნას უამინდობა და ადიდებული მდინარე ართულებს.

არ გამორიცხავენ, რომ ორივე ავტობუსში გაცილებით მეტი მგზავრი ყოფილიყო. 

ბოლო მონაცემებით, ავტობუსების გადავარდნის მიზეზი გიგანტური ზვავი გახდა, რომელმაც ჩარეცხა ავტობუსები ადიდებულ მდინარეში. იხილეთ ახალი ფოტო:

წყარო: digest.ge

შესაძლოა დაგაინტერესოთ