საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სარკინიგზო შემთხვევის გამო, ორი თანამშრომელი დაიღუპა. როგორც საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, ამ დროისთვის, გაჩერებულია. “დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გაჩერებულია ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რომლის მგზავრები არ დაშავებულან. მომხდარის შესახებ მიმდინარეობს დეტალური მოკვლევა, ხოლო შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო პროცედურები, რის შემდეგაც განხორციელდება ბათუმი-თბილისის მატარებლის ტრანსპორტირება თბილისი ცენტრალის მიმართულებით. “საქართველოს რკინიგზა” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს თანამშრომლებსა და გარდაცვლილთა ოჯახებს”, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რა ხდება ბათუმი-თბილისის რეისზე: მატარებელი ორ საათზე მეტია გაჩერებულია და დაღუპულია ორი ადამიანი
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
სოფელ გაგიდაში, ზღვაში, ზუგდიდელი მოზარდი დაიხრჩო
აფხაზეთის სოფელ გაგიდაში 17 წლის მოზარდი ზღვაში დაიხრჩო. მოზარდი ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად, საბანაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილი ზუგდიდიდანაა და…
-
“აღარ მყავს გიო! მორჩა ჩვენი ამბავი!”- კუს ტბაზე იპოვეს ცხედარი, რომელიც ექსპერტიზაზეა გადასვენებული…
კუს ტბაზე იპოვეს ცხედარი, რომელიც ექსპერტიზაზეა გადასვენებული. უცნობია, ვინ არის გარდაცვლილი. ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცლეებს. ექსპერტიზაზე დადგინდება, ვინ არის გარდაცვლილი. ამავე დროს ფეისბუქზე მოქალაქეები წერენ, რომ კუს ტბასთან ნაპოვნი…
-
ხალხო სასფლაოზე მივდივართ, ამ წამს დამირეკეს რომ… – ნახეთ დაკარგულ პროფესორზე შოკისმომგვრელი ინფორმაცია ვრცელდება
თბილისში დაკარგული გიორგი გახელაძის მეუღლე ირმა მალაციძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. ამ წამს დამირეკეს რომ დაინახეს მთაწმინდის სასაფლაოს შესასვლელთან იჯდა ბორდიულზე თუ ვინმე ხართ ახლომახლო…
-
“ყველა გახარებულია” – ცვლილება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რომელიც 29 ივნისიდან ამოქმედდება და 15 სექტემბრამდე შენარჩუნდება
29 ივნისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზაფხულის რეჟიმზე გადადის და ჩვეულ რეჟიმს 15 სექტემბრიდან დაუბრუნდება. – ამის შესახებ „პალიტრავიდეოს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს. „28 ივნისის ჩათვლით, როგორც ვემსახურებოდით მგზავრებს, ისე მოვემსახურებით.…
-
“ვერაფრით ვერ ვიჯერებ, რომ სრული სერიოზულობით ვიფიქრებდი იმაზე, რომ …” – რას წერს ნიკა გვარამია
პარტია “ახალის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების შესახებ წერს. “ვერაფრით ვერ ვიჯერებ, რომ სრული სერიოზულობით ვიფიქრებდი იმაზე, რომ პორტუგალიას შეიძლება მოვუგოთ და ჯგუფიდან გავიდეთ. მარტო მე…
-
„ხალხო, სასწრაფოდ! ყველა, ვისაც შეგიძლიათ …” – დაკარგული პროფესორის მეუღლე სასწრაფო მიმართვას ავრცელებს
თბილისში დაკარგული გიორგი გახელაძის მეუღლე ირმა მალაციძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. „ხალხო, სასწრაფოდ! ყველა, ვისაც შეგიძლიათ, თემქაზე, წერეთლის მონუმენტის მიმდებარედ, უკან, ირგვლივ! გავიდეთ ყველა!“,- წერს…