სოფელ გაგიდაში, ზღვაში, ზუგდიდელი მოზარდი დაიხრჩო

სოფელ გაგიდაში, ზღვაში, ზუგდიდელი მოზარდი დაიხრჩო

აფხაზეთის სოფელ გაგიდაში 17 წლის მოზარდი ზღვაში დაიხრჩო. მოზარდი ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად, საბანაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილი ზუგდიდიდანაა და სოფელ ინგირში ცხოვრობს. მას დედა ჰყავს დევნილი ოკუპირებულ სოფელ ბარღებიდან და სტუმრად სწორედ იქ, ბაბუასთან იმყოფებოდა.

მოზარდის ცხედარი რამდენიმე საათის შემდეგ ზღვამ გამორიყა.