ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. “ამბების” ინფორმაციით, კონფლიქტი, რომელსაც 39 წლის ბაჩო ბაშარულისა და 40 წლის ნიკა არჩვაძის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაბადების დღეზე დაიწყო. როგორც მოკლული ნიკოლოზ არჩვაძის ახლობელი აცხადებს, იგი თბილისში სტუმრად იმყოფებოდა.
„თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ასურეთში ცხოვრობდა. თბილისში სტუმრად იმყოფებოდა. ზუსტად რა მოხდა, არ ვიცით. ვიცი, რომ დაბადების დღეზე იყვნენ ერთად, მერე ნიკო დარჩა ბაჩოსთან სახლში. ამბობენ, დაბადების დღეზე მოხდა ჩხუბიო, გამთენიისას მისულა მკვლელი და მოუკლავს ორივე.
ბაჩო მხატვარი იყო, 3 შვილის მამა საოცარი ადამიანი, ნიკოლოზს 2 შვილი დარჩა”“, – აცხადებს მოკლულის ოჯახის ახლობელი.
მიყენებული დაზიანებების შედეგად ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ი.კ. ცხელ კვალზე დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულში ბრალდებული 1980 წელს დაბადებული მამაკაცი უკვე დააკავა. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ambebi.ge