2014 წლის 19 მარტს მარნეულის სოფელ თამარისში მომხდარმა საზარელმა ამბავმა, მთელს სოფელს თავზარი დასცა, ორი ოჯახის ისტორია სამუდამოდ შეცვალა.
17 წლის მ.ნ 51 წლის ი.წ სასტიკად მოკლა, გოგონას, კაცმა ჯერ თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, გააუპატიურა, კვალის დაფარვის მიზნით კი ცხედარი დაწვა.
კაცი ოჯახის ახლობელი იყო.
სასტიკად მოკლული გოგოს მამა იხსენებს, რომ მომხდარის დღეს მანანას გარდა ოჯახის ყველა წევრი კარტოფილის დასათესად იყო წასული.
მოზარდი სახლში სამეცადინოდ დარჩა.
მოძალადე ი.წ სახლში სწორედ ამ დროს მივიდა, სააბაზანოში შევიდა და წყლის გამათბობლის შესაკეთებლად დახმარებისთვის მოზარდს დაუძახა, რა დროსაც მასზე სექსუალურად იძალადა.
„როცა ჩემი გოგონა სახლში იყო სადილს აკეთებდა ან მეცადინეობდა, ამის გამო ძალიან ხშირად ყურმილს გვიან იღებდა ან საერთოდ არ იღებდა.
იმ დღესაც ვურეკავდი და არ მიპასუხა, მაგრამ ამაზე არ მინერვიულია, რადგან ვიფიქრე, რომ საქმეში იქნებოდა ჩართული. თუმცა, როცა სახლში დავბრუნდით სააბაზანო არეული დაგვხვდა, კედლებზე სისხლის კვალი იყო და არც ჩემი შვილი ჩანდა სახლში“, – იხსენებს გოგონას მამა.
პოლიციამ მკვლელობა მალევე გახსნა. ი.წ სახლში ჩხრეკა ჩაატარა და გოგონას დამარხული გვამიც მალევე იპოვა.
დამნაშავეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
წყარო: femicide.ge