31 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი – რას გვირჩევენ ასრტროლოგები

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

დღის პირველ ნახევარში ვიღაც თქვენს პროვოცირებას და გაღიზიანებას ეცდება. ცდილობთ, საკითხი მშვიდობიანად მოაგვაროთ, მაგრამ ეს ყოველთვის შესაძლებელი არ არის და ამის გამო არ უნდა ინერვიულოთ. ამ პერიოდში თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება და მეტი დასვენება გჭირდებათ, სიტუაცია კი პირიქით, თქვენგან გადამწყვეტ მოქმედებას მოითხოვს. გაითვალისწინეთ, რომ სასურველი შედეგის მისაღებად ძალების აღდგენა გჭირდებათ.

კურო

ამ დღეს ნებისმიერი საქმის დასრულებას იმაზე მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე სხვა დროს. სავარაუდოდ, დღევანდელი მოვლენები იმაზე ნელა განვითარდება, ვიდრე თქვენ გსურთ. საღამოს პოზიტიური ტენდენციების გავლენა თანდათან შემცირდება და უმნიშვნელო, მაგრამ შემაწუხებელი სირთულეები გაჩნდება. ძველ მეგობრებთან შეხვედრა განწყობას აგიმაღლებთ.

ტყუპები

ამ დღეს დადებითი ტენდენციების გავლენა ჭარბობს და ცდილობთ, ეს გირჩევთ ეს დრო მნიშვნელოვანი გეგმის განხორციელებისთვის გამოიყენოთ. შანსი გექნებათ, რომ წარმატებით მოაგვაროთ საკითხი, რომელზედაც ბევრს ფიქრობდით. ზოგჯერ გარშემო მყოფებთან საერთო ენის პოვნა გიჭირთ. ამ დღეს უმჯობესია მეტი უსმინოთ და ნაკლები ილაპარაკოთ.

კირჩხიბი

მოვლენებით დატვირთული, საინტერესო დღეა. სავარაუდოდ, გეგმების შეცვლა მოგიწევთ, რადგან ბევრი ახალი საქმე გამოგიჩნდებათ. ხელსაყრელი დღეა იმისთვის, რომ ახალი და თამამი იდეების განხორციელება დაიწყოთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და ის არ გიღალატებთ.
ბევრი კირჩხიბი საკუთარ თავში სამეწარმეო უნარებს აღმოაჩენს და მოგებიან გარიგებებს დადებს. შუადღე ძველი შეცდომების გამოსწორების და ნაჩხუბარ ადამიანებთან შერიგების საშუალებას მოგცემთ და ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

ლომი

დღე შეიძლება საკმაოდ წარუმატებლად დაიწყოს, მაგრამ მოვლენებს ნუ დააჩქარებთ. სანამ მოქმედებას დაიწყებთ, ხელსაყრელ მომენტს უნდა დაელოდოთ. მაშინ თქვენი ძალისხმევა უშედეგო არ იქნება.
დღის მეორე ნახევარი ურთიერთობისთვის ხელსაყრელია. ნებისმიერი შეხვედრა კარგად ჩაივლის, მათ შორის დაუგეგმავიც. შესაძლებელია რომანტიკული სიურპრიზები.

ქალწული

ამ დღეს დადებითი ტენდენციების გავლენა ჭარბობს და ეს ცხოვრების ყველა სფეროში შესამჩნევია. შანსი გაქვთ, რომ დიდი ხნის წინ დაგეგმილი შეასრულოთ. ადამიანები, რომლებიც ადრე სათანადოდ არ გაფასებდნენ, მიხვდებიან, რომ ცდებოდნენ. გარშემო მყოფებთან ურთიერთობა უკეთესობისკენ იცვლება, ძველი წყენა და ჩხუბი წარსულში რჩება.
ინტუიცია გიკარნახებთ ვის შეგიძლიათ ენდოთ და ვის უნდა უფრთხილდეთ.

სასწორი

დღის პირველი ნახევარი განსაკუთრებით ხელსაყრელი და ნაყოფიერია, ამიტომ ყველა მნიშვნელოვანი საქმე ამ დროს უნდა დაგეგმოთ. საქმე, რომელსაც დიდი დრო და ძალისხმევა შეალიეთ, წარმატებით დასრულდება. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია უთანხმოება. სიმშვიდის შენარჩუნება გიჭირთ. შეიძლება ცხელ გულზე“ გააკეთოთ ის, რასაც მალე ინანებთ. ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და კონფლიქტი თავიდან აიცილოთ.

მორიელი

ეს დღე მოულოდნელობებით არის სავსე. დაუგეგმავი შეხვედრა გეგმების შეცვლას გაიძულებთ. შესაძლოა, სამომავლოდ მოგიწიოთ საქმის გადადება, რომლის გაკეთებაც დიდი ხანია გინდათ, მაგრამ ეს არ გაწუხებთ, რადგან იცით, რომ მალე სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. დღის მეორე ნახევარში საშუალება გექნებათ, რთულ სიტუაციაში ჩავარდნილ ადამიანს დაეხმაროთ. თქვენი ენერგიის, შეუპოვრობისა და მონდომების წყალობით ოჯახური პრობლემა მოგვარდება.

მშვილდოსანი

ეს დღე საკმაოდ დაძაბულად დაიწყება. ზოგ მშვილდოსანს გეგმების შეცვლა და დაწყებული საქმის მიტოვება მოუწევს. არ ინერვიულოთ. რაც უფრო ადრე იტყვით უარს ფუჭ მოლოდინებზე, მით უკეთესი იქნება. ეცადეთ, შექმნილი სიტუაცია თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ და მიხვდებით, რომ საქმე არც ისე ცუდადაა.
დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები, მათ შორის, რომანტიკული.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა. ნუ აჩქარდებით. ადრე შედგენილ გეგმას მიჰყევით და ნელ-ნელა განახორციელეთ. ადრე მიღებული გამოცდილება გეხმარებათ, შეცდომები თავიდან აიცილოთ და მტკივნეულ კითხვებზე პასუხი მიიღოთ. ეს დღე მშვიდად, განსაკუთრებული სირთულეების გარეშე ჩაივლის. საღამოს საშუალება გექნებათ, მშვიდობა დაამყაროთ მასთან, ვისაც დიდი ხნის წინ დასცილდით.

მერწყული

დღის პირველი ნახვარი მეორეზე ხელსაყრელია, ამიტომ სამომავლოდ არაფერი გადადოთ. ძველი ნაცნობი, რომელიც თქვენს ძლიერ მხარეებს კარგად იცნობს, სასარგებლო რჩევას მოგცემთ, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. დღის მეორე ნახევარში უსიამოვნო საუბარი გელით. რაც არ უნდა მოხდეს, წონასწორობა შეინარჩუნეთ და პროვოკაციებს არ აჰყვეთ.

თევზები

დღის პირველ ნახევარში ნებისმიერ საქმეს განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ. სამწუხაროდ, გამორიცხული არ არის შეცდომები, რომელთა გამოსწორებას დიდი დრო დასჭირდება. გარშემო მყოფებთან საერთო ენის პოვნა რთული იქნება, თუმცა ვითარება თანდათან უკეთესობისკენ იცვლება და სულ უფრო მეტი მიზეზი ჩნდება ოპტიმიზმისთვის. საღამოს თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან დაკავშირებით სასიამოვნო ამბავს გაიგებთ.

შესაძლოა დაგაინტერესოთ