კადრები სტიქიის ზონიდან – მეწყერს და წყალდიდობას 10 ადამიანი ემსხვერპლა, 9 – დაიკარგა (ვიდეო)

ვიეტნამის ჩრდილოეთ ნაწილში ტაიფუნ პრაპირუნით გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერს 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 9 დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შვიდი ადამიანი სონლას პროვინციაში გარდაიცვალა, ორი – დენბენის, ხოლო ერთი – ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში.

სააგენტოს ცნობით, წყალდიდობამ და მეწყერმა დაახლოებით 30 ათასი ჰექტრის ოდენობის ბრინჯი პლანტაციები და თითქმის 20 ათასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და ფრინველი გაანადგურა.

ვიეტნამის ეროვნული მეტეოროლოგიური სააგენტოს ინფორმაციით, წვიმა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში უკვე შეწყდა და უახლოეს დღეებში გამოიდარებს.

შესაძლოა დაგაინტერესოთ