“სასტიკადაა ნაცემი” – თემო ხადურის ტრაგიკულ სიკვდილზე საუბრობს ოჯახის ახლობელი

როგორც ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი მეგა ტვ-თან საუბრისას აცხადებს  23 წლის ბიჭი სასტიკადაა  ნაცემი:

“სასტიკადაა ნაცემი, ცხედარი დაშლილი იყო უკვე ,სამი დღის მკვდარი ვიპოვეთ , ვიღაც გამვლელმა ნახა ისიც შემთხვევით , საკუთარმა მამამაც ვერ ამოიცნო ისეთ დღეში იყო, მხოლოდ ჯვრით მოხდა მისი ამოცნობა , პირადი ნივთები,  მობილური დაკარგულია, აიქლაუდი ჩვენ გავტეხეთ და ყველაფერი წაშლილი დაგვხვდა. “

ოჯახის ახლობლის თქმით პოლიცია ერთ-ერთ ვერსიად თვითმკვლელობას განიხილავს, თუმცა ოჯახი ამ ვერსიას კატეგორიულად ეწინააღმდეგება  . ისინი დამოუკიდებელი  ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ  , რათა  ზუსტად დადგინდეს გარდაცვალების მიზეზი  და მოხდეს დამნაშავეთა დროული დაკავება  და დასჯა.

ოჯახი 4 დღის განმავლობაში ეძებდა, 23 წლის თემო ხადურს, ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი არასრულწლოვანმა სოფელ სიმონეთში, ხელოვნურ ტბაში შემთხვევით იპოვა.

შესაძლოა დაგაინტერესოთ