“ხვიჩამ 4 საათი ჰოსპიტალში გაატარა…” – ხვიჩაზე სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა

Geo Team-ის ინფორმაციით, ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, მას მერე, რაც “ვერონასთან” მატჩში დატოვა მოედანი, “ნაპოლის” სამედიცინო სტაფის წევრთან ერთად, ვერონის ჰოსპიტალში წაიყვანეს, სადაც დაახლოებით 4 საათი გაატარა.

“ვიჩა კვარაცხელიამ ცვლილების შემდეგ რამდენიმე საათი ჰოსპიტალში გაატარა 🚑

🔘 Geo Team-ის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი ნაპოლის სამედიცინო სტაფის წევრთან ერთად, ცვლილების შემდეგ, ვერონას ჰოსპიტალში წაიყვანეს და იქ დაახლოებით 4 საათი გაატარა.

🔘 ფეხბურთელი თავს ცუდად პირველი შეჯახების შემდეგ გრძნობდა, მთელ სხეულში დაბუჯებას გრძნობდა, ტაიმის ბოლოს ფიზიკურმა კონტაქტმა კი სიტუაცია გაართულა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

🔘 ახლა ყველაფერი მშვიდობითაა, ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს. ხვიჩა გუნდისგან 2-დღიან დასვენებას მიიღებს.

🔘 25 აგვისტოს, ბოლონიას წინააღმდეგ თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ არაა. ქართველი შემტევი მზად იქნება”

შესაძლოა დაგაინტერესოთ