6.3 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ტაივანში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება. 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა ტიავანის აღმოსავლეთით, ქალაქ ჰუალიენიდან 34 კმ-ში დაფიქსირდა. მეტეოროლოგიური სადგურის განცხადებით,  ზარალის შესახებ ინფორმაცია არ არის.

მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ ტაივანის დედაქალაქ ტაიპეიშიც იგრძნობოდა. ხელისუფლების განცხადებით, ქალაქის მეტრო აგრძელებდა მუშაობას, თუმცა უფრო დაბალი სიჩქარით.

 შეგახსენებთ, რომ 15 აგვისტოს საღამოს ტაივანის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

შესაძლოა დაგაინტერესოთ