ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
„ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლა უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს თავისი აღსაზრდელის, მე-3 კლასის მოსწავლე ანუკი ჩავლეიშვილის, ტრაგიკულად დაღუპვის გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, თანაკლასელებსა და მასწავლებლებს…“ – წერია განცხადებაში.
13 აგვისტოს, ქობულეთში, შავ ზღვაში, 8 წლის გოგო დაიხრჩო. ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, გოგონა ტალღამ გაიტაცა.