“სტადიონზე თურქმა ჩვენს დროშას დააფურთხა, რასაც ჩხუბი მოჰყვა, შემდეგ დამიჭირეს” – რას ჰყვება ცნობილი ფოტოს გმირი

მე­სა­მე დღეა დორ­ტმუნდში თურ­ქეთ-სა­ქარ­თვე­ლოს მატ­ჩის მი­მართ ინ­ტე­რე­სი არ წყდე­ბა. ჩვენ იმ დღეს მომ­ხდარ მოვ­ლე­ნებ­ზე ყო­ველ­დღი­უ­რად ვწერთ, მო­სახ­ლე­ო­ბას გაც­ნობთ გულ­შე­მატ­კივ­რებს, რომ­ლე­ბიც იმ დღეს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცნენ.

ჩვენ უკვე გა­გა­ცა­ნით იმ დღის გმი­რი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შას თურ­ქი გულ­შე­მატ­კივ­რის სექ­ტორ­ში აფ­რი­ა­ლებ­და, ასე­ვე ქარ­თულ-თურ­ქუ­ლი ოჯა­ხი, რო­მე­ლიც სტა­დი­ონ­ზე სა­კუ­თარ ქვეყ­ნებს გულ­შე­მატ­კივ­რობ­და. ამ­ჯე­რად თე­ლა­ველ ვა­ლე­რი ბო­ჭო­რიშ­ვილ­ზე მო­გიყ­ვე­ბით, რო­მე­ლიც დღის გმი­რად, ჯერ კი­დევ მატ­ჩის და­წყე­ბამ­დე იქცა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თა­მა­შის და­წყე­ბამ­დე დორ­ტმუნ­დის სტა­დი­ონ­ზე და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა იყო, რა დრო­საც ქარ­თველ და თურქ გულ­შე­მატ­კივ­რებს შო­რის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ფა­ნებს შო­რის გერ­მა­ნუ­ლი სპეც­რაზ­მი ჩად­გა და ვი­თა­რე­ბაც გა­ნი­მუხ­ტა. ერთი ტა­ი­მის შემ­დეგ კი ორი­ვე მხა­რეს მყო­ფი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი და­ა­კა­ვეს.

ვა­ლე­რი ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის ფო­ტომ, სა­დაც კა­ხე­ლი ფა­ნის მო­ღე­რე­ბუ­ლი მუშ­ტი ჩანს თურ­ქი გულ­შე­მატ­კივ­რის მი­მართ, ორი დღის მან­ძილ­ზე მსოფ­ლიო მე­დი­ე­ბი მო­ი­ა­რა. რა მოხ­და გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა რი­გებ­ში და რა­ტომ და­ი­წყო ჩხუ­ბი, მთა­ვა­რი გმი­რი გერ­მა­ნი­ი­დან გვიყ­ვე­ბა.

– თე­ლა­ვი­დან-გერ­მა­ნი­ა­ში მატჩზე და­სას­წრე­ბად ხუთი მე­გო­ბა­რი მან­ქა­ნით წა­ვე­დით. 13-ში ღამე 12 სა­ათ­ზე გა­მო­ვე­დით და 17-ში უკვე გერ­მა­ნი­ა­ში ვი­ყა­ვით, ქა­ლაქ ესენ­ში. აქ დავ­ბი­ნავ­დით, იქამ­დე კი გა­მო­ვი­ა­რეთ თურ­ქე­თი, ბულ­გა­რე­თი, სერ­ბე­თი, უნ­გრე­თი, ავ­სტრია და შე­მო­ვე­დით გერ­მა­ნი­ა­ში. 18-ში დი­ლას, თა­მა­შის დღეს დორ­ტმუნდში მა­ტა­რებ­ლით წა­ვე­დით, აქე­დან და­ახ­ლო­ე­ბით 30 კი­ლო­მეტ­რია. უესტ პარკში ქო­მა­გებ­თან ერ­თად შე­ვიკ­რი­ბეთ, გა­ვერ­თეთ, ცოტა ლუდი დავ­ლი­ეთ, ვიმ­ხი­ა­რუ­ლეთ, თა­მა­შის­თვის გან­წყო­ბას ვიქ­მნი­დით. შემ­დეგ მატჩზე მსვლე­ლო­ბით წა­ვე­დით.

– რა მოხ­და სტა­დი­ონ­ზე შეს­ვლის შემ­დეგ?

– რო­დე­საც სტა­დი­ონ­ზე შე­ვე­დით, ის სექ­ტო­რი, სა­დაც ქარ­თუ­ლი სპორ­ტის ქო­მა­გე­ბი უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვით, რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლი თურ­ქებს ჰქონ­დათ და­კა­ვე­ბუ­ლი. რაც შეც­დო­მა იყო, არ ვიცი, ვისი მხრი­დან, უე­ფა­სი თუ ვინ­მემ გა­და­ყი­და ბი­ლე­თი და თურ­ქებს მი­ყი­და, ვერ გე­ტყვით. ფაქ­ტია იქ იყ­ვნენ. რა­მაც თა­ვი­დან პა­ტა­რა და­პი­რის­პი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია.

აღ­მოჩ­ნდა, რომ გვერ­დით სექ­ტორ­ზეც მთლი­ა­ნად თურ­ქე­ბი იყ­ვნენ, სა­დაც რო­გორც წესი, რეგ­ლა­მენ­ტით და ბი­ლე­თე­ბით იქაც ქარ­თვე­ლე­ბი უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ. მე­ზო­ბე­ლი სექ­ტო­რი­დან ჩვე­ნი მი­სა­მარ­თით იგი­ნე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა ჩვენც არ და­ვა­კე­ლით. იყო შე­უ­რა­ცხყო­ფე­ბი, რა­ღა­ცებს ის­როდ­ნენ, ლუ­დის ქი­ლებს, დრო­შის სა­მაგრ პა­ტა­რა ჯო­ხებს. ჩვენც აქე­დან ვა­ყე­ნებ­დით შე­უ­რა­ცხყო­ფას. მერე უცებ ერთ-ერ­თმა თურ­ქმა ჩვენს პა­ტა­რა დრო­შას შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. კონ­კრე­ტუ­ლად ზედ და­ა­ფურ­თხა. რა­მაც გა­მო­იწ­ვია ეგ ყვე­ლა­ფე­რი.

– ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა ამის შემ­დეგ და­ი­წყო?

– დიახ, მა­ნამ­დე თუ თავს ვი­კა­ვებ­დით და შო­რი­დან მი­დი­ო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი, მერე უკვე ვე­ღარ მო­ვით­მი­ნეთ და ვერც ვე­რა­ვინ მო­ით­მენ­და. ახ­ლოს მი­ვე­დით და და­ი­წყო ჩხუ­ბი. სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, დიდი ჩხუ­ბი არც ყო­ფი­ლა. მარ­ტი­ვად და­წყნარ­და იქა­უ­რო­ბა. რო­ბო­კო­პე­ბი შე­მო­ვიდ­ნენ და ჩვენს შო­რის ჩა­ლაგ­დნენ და ახ­ლოს აღარ გვიშ­ვებ­დნენ ერ­თმა­ნეთ­თან. პირ­ვე­ლი ტა­ი­მი რომ დას­რულ­და, შეს­ვე­ნე­ბის დროს სტა­დი­ო­ნის ფო­ი­ე­ში გა­მო­ვე­დი, იქ იდ­გნენ რო­ბო­კო­პე­ბი, წა­მავ­ლეს ხელი და წა­მიყ­ვა­ნეს, და­მი­ჭი­რეს.

ყვე­ლას სუ­რა­თი და ვი­დეო ჰქონ­დათ, ვინც ჩხუბ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ამო­მიც­ნეს და წა­მიყ­ვა­ნეს. ჯერ სტა­დი­ო­ნის პა­ტა­რა გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ვი­ყა­ვით ჩა­კე­ტი­ლე­ბი. პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი საკ­მა­ოდ კარ­გად გვექ­ცე­ოდ­ნენ. არა­ნა­ი­რი უხე­შო­ბა არ ყო­ფი­ლა. ასე­ვე ქარ­თვე­ლებ­საც გვი­ჭერ­დნენ და თურ­ქებ­საც. უბ­რა­ლოდ, თურ­ქებს ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად უშ­ვებ­დნენ.

სა­დღაც ერთ სა­ათ­ში ყვე­ლა თურ­ქი გა­უშ­ვეს, ჩვენ რვა ცხრა სა­ა­თი მა­ინც ვი­ყა­ვით. შემ­დეგ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს, სა­დაც სხვა­დას­ხვა პრო­ცე­დუ­რე­ბი გაგ­ვა­ტა­რეს. უამ­რა­ვი კი­თხვა დაგ­ვის­ვეს, მოგ­ვიყ­ვა­ნეს თარ­ჯი­მა­ნი, რა­ღა­ცებ­ზე ხელი მოგ­ვა­წე­რი­ნეს და პრო­ცე­სი ძა­ლი­ან გა­ი­წე­ლა. სა­ბო­ლო­ოდ, ღა­მის ორი სამი სა­ა­თის­კენ გა­მოგ­ვიშ­ვეს გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან.

იქაც საკ­მა­ოდ კარ­გი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი იყ­ვნენ, ყვე­ლა­ფერს გვთა­ვა­ზობ­დნენ, წყალს, საჭ­მელს, მაგ­რამ ყვე­ლა­ნა­ი­რი ფოტო-ვი­დეო მა­სა­ლა ჰქონ­დათ და ასე მარ­ტი­ვად ვერ წახ­ვალ­თო. ანა­ბეჭ­დე­ბი აგ­ვი­ღეს, ალკო და ნარ­კო ტესტზე შეგ­ვა­მოწ­მეს, არ­ცერ­თი არ და­მი­დას­ტურ­და.

ჩვე­ნი ქო­მა­გე­ბი ბი­ჭე­ბი შუ­ა­ღა­მემ­დე გა­რეთ გვე­ლო­დე­ბოდ­ნენ, სა­ნამ ყვე­ლა არ გა­მოგ­ვიშ­ვეს. სამი ბიჭი დაგ­ვი­ტო­ვეს გვი­ა­ნო­ბამ­დე, და­ნარ­ჩე­ნი კი­დევ მარ­ტი­ვად გა­მო­უშ­ვეს.

– ახლა ისევ გერ­მა­ნი­ა­ში რჩე­ბით?

– დიახ, შემ­დე­გი თა­მა­შის­თვის ვემ­ზა­დე­ბით ჰამ­ბურ­გში ჩე­ხეთ­თან. სა­უ­ბა­რი იყო იმა­ზეც, რომ შე­იძ­ლე­ბა ბანი დაგ­ვა­დოს უე­ფამ, ვინც და­ჭე­რი­ლე­ბი ვი­ყა­ვით და სტა­დი­ონ­ზე აღარ შეგ­ვიშ­ვან, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბი­ლე­თე­ბი გვაქვს. ეს გა­სარ­კვე­ვია ჯერ, არ არის გა­და­წყვე­ტი­ლი, რა იქ­ნე­ბა 22-ში, ვნა­ხოთ. ამ­ხე­ლა გზა გა­მო­ვი­ა­რე და იმე­დია მხო­ლოდ ერთი ტა­ი­მის­თვის არა და ჩე­ხეთ­თან მატჩს აუ­ცი­ლებ­ლად და­ვეს­წრე­ბი.

წყარო: ambebi.ge

შესაძლოა დაგაინტერესოთ