აშშ-ში დედა მის მცირეწლოვან, 1 წლის და 3 წლის შვილებთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა, შემდეგ კი ვიდეოებს იღებდა და ყიდდა – დეტალები

აშშ-ში დედა მის მცირეწლოვან, 1 წლის და 3 წლის შვილებთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა, შემდეგ კი ვიდეოებს იღებდა და ყიდდა – დეტალები

ფლორიდაში მცხოვრებ ქალს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა მისი ორი მცირეწლოვანი ვაჟისა და ოჯახის ძაღლის მიმართ სექსუალური დანაშაულის ჩადენისთვის. როგორც გაირკვა, ქალი მათ ვიდეოებს უღებდა და გასაყიდად Snapchat-ზე ათავსებდა.

როგორც უცხოური მედია წერს, მან ჩაწერა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, როგორ ამყარებს სექსუალურ კავშირს მისი 1 წლის და 3 წლის შვილებთან. ქალმა ვიდეო პლატფორმაზე 5-დან 50 დოლარამდე გაყიდა.

გამოძიებას ინფორმაცია Snapchat-ზე ვიდეოების განთავსების შემდეგ სხვა მშობლებმა მიაწოდეს. 

ვაგნერი 2022 წლის აგვისტოში დააკავეს და ბრალი წაუყენეს ბავშვზე სექსუალური ძალადობის, უხამსი და ბოროტი შეურაცხყოფის, ბავშვთა პორნოგრაფიის ფლობისა და ხელშეწყობის, ინცესტისა და ცხოველთან სექსუალური აქტივობის გამო.

ახლა ბავშვებზე ოჯახის წევრები ზრუნავენ. 3 წლის ბავშვი კი ფსიქოლოგთან კონსულტაციასაც გადის. 

წყარო: პრაიმტაიმი