2024 წელს სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე თბილისის მერია ერთჯერად დახმარებას გასცემს.
პროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.
ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ ის კიდევ მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:
ა) 300 ლარი – მე-3 ახალშობილზე;
ბ) 500 ლარი – მე-4 ახალშობილზე;
გ) 1000 ლარი – მე-5 და შემდეგ ახალშობილზე.
თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 1 მარტამდე მიწოდებული ბაზის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში.
კუთვნილი თანხის დარიცხვა მომსახურე ბანკიდან (“თიბისი ბანკი”) ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ განხორციელდება.
რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ოჯახმა ?
მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას დამატებითი თანხის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნას:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, პირველი-მეორე შვილზე განცხადებით მიმართვა საჭირო არ არის და მათ სიას სოციალური მომსახურების სააგენტო გადასცემს. ხოლო, მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას მშობლის პირადობის მოწმობა და ახალშობილების დაბადების მოწმობის ასლი უნდა წარადგინოთ და განცხადებით თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურს მიმართოთ. შემდგომში, თიბისი ბანკიდან ბარათის დამზადების შესახებ შეტყობინებას მიიღებთ და თანხა ჩაგერიცხებათ.
დამატებითი ინფორმაციისათვის კი შეგიძლიათ, დარეკოთ ცხელ ხაზზე: 272 22 22
“ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით“ – ვინ მიიღებს ამ თანხას
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
„ისევ ისე მტკივა უშენობა… სულ მენატრები…“ – სოფო ბედია უმძიმეს პოსტს ავრცელებს
19 წელი გავიდა მომღერალ სოფო ბედიას მამის გარდაცვალებიდან. სოფო მამის ფოტოს აქვეყნებს და ემოციურ სტატუსს უძღვნის: „19 წელი შენი გარდაცვალებიდან, მაა… ისევ ისე მტკივა უშენობა… სულ მიყვარხარ… სულ მახსოვხარ……
-
კადრები სტიქიის ზონიდან – მეწყერს და წყალდიდობას 10 ადამიანი ემსხვერპლა, 9 – დაიკარგა (ვიდეო)
ვიეტნამის ჩრდილოეთ ნაწილში ტაიფუნ პრაპირუნით გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერს 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 9 დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, შვიდი ადამიანი სონლას პროვინციაში გარდაიცვალა,…
-
ვულოცავთ მამობას!!! რა დაარქვა ილია თოფურიამ შვილს – ქართული სახელი თუ ესპანური?
ილია თოფურია გოგოს მამა გახდა, მისი მეუღლე ჯორჯინა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ახალშობილის ფოტოს გვიზიარებს და ღმერთს მადლობას უხდის, რომ ჯანმრთელი შვილის შეეძინა. “ჩემი ცხოვრების კურთხევა. შენ მოდიხარ…
-
საქართველო პასპორტის ინდექსში დაწინაურდა – სრული სია რომელ ქვეყნებში იმოგზაურებთ უვიზოდ
საქართველო 2024 წლის პასპორტის ინდექსში 6 პოზიციით დაწინაურდა – ამის შესახებ Henley & Partners-ის ინდექსიდან ხდება ცნობილი. შედეგად საქართველოს პასპორტმა მსოფლიოს მასშტაბით 44-ე პოზიცია დაიკავა. არსებული მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეებს 122 სახელმწიფოში…
-
“ახლა სიგიჟემდე ვარ შეყვარებული…” – ვერ დაიჯერებთ ვინ ყოფილა ნანუკა ჟორჟოლინის სიყვარული
საკუთარ თავზეა შეყვარებული, უპირობოდ და სამუდამოდ. კითხვაზე, ზღვა უფრო უყვარს, თუ მთა, ნანუკა პასუხობს, რომ ზღვა და ეს საკითხი არც განიხილება. ნახვები : 5,688
-
ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის
ნანუკა ჟორჟოლიანი გამომწერების კითვებს პასუხობს. ტელეწამყვანს ეკითხებიან, არის თუ არა შეყვარებული, რაზეც ნანუკა პასუხობს, რომ საკუთარ თავზეა შეყვარებული, უპირობოდ და სამუდამოდ. კითხვაზე, ზღვა უფრო უყვარს, თუ მთა, ნანუკა პასუხობს,…