2024 წელს სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე თბილისის მერია ერთჯერად დახმარებას გასცემს.
პროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.
ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ ის კიდევ მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:
ა) 300 ლარი – მე-3 ახალშობილზე;
ბ) 500 ლარი – მე-4 ახალშობილზე;
გ) 1000 ლარი – მე-5 და შემდეგ ახალშობილზე.
თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 1 მარტამდე მიწოდებული ბაზის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში.
კუთვნილი თანხის დარიცხვა მომსახურე ბანკიდან (“თიბისი ბანკი”) ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ განხორციელდება.
რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ოჯახმა ?
მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას დამატებითი თანხის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნას:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, პირველი-მეორე შვილზე განცხადებით მიმართვა საჭირო არ არის და მათ სიას სოციალური მომსახურების სააგენტო გადასცემს. ხოლო, მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას მშობლის პირადობის მოწმობა და ახალშობილების დაბადების მოწმობის ასლი უნდა წარადგინოთ და განცხადებით თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურს მიმართოთ. შემდგომში, თიბისი ბანკიდან ბარათის დამზადების შესახებ შეტყობინებას მიიღებთ და თანხა ჩაგერიცხებათ.
დამატებითი ინფორმაციისათვის კი შეგიძლიათ, დარეკოთ ცხელ ხაზზე: 272 22 22
“ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით“ – ვინ მიიღებს ამ თანხას
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
“სუპერმარკეტში რიგში ჩემს წინ მდგომი სიმპათიური ქალბატონი თვალს არ მაშორებდა…”- რა წარმოუდგენელი ისტორია გადახდა ქართველ ემიგრანტს
ქალაქ რომის ერთ -ერთ სუპერმარკეტში სალაროს რიგში ვიდექი.ჩემს წინ მდგომის სიმპათიური ქალბატონი თვალს არ მაშორებდა. -ვიცნობთ ერთმანეთს?-ვკითხე გაკვირვებულმა. -არა,ჩემ შვილს გავხარ ძალიან.მაგრამ ის უკვე წავიდა… დავიბენი …ვიფიქრე ნიღაბი მიკეთია…
-
46 წლის ნანუკა ჟორჟოლიანმა ბიკინში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა
ნანუკა ჟორჟოლიანი პლიაჯდან ცეცხლოდავნ ფოტოებ აქვეყნებს, როგორც ჩანს 45 წლის ჟურნალისტი სასწაულ ფორმაშია. აქვე გეტყვით, რომ ნანუკა ჟორჟოლიანს ორი შვილი ჰყავს – მარიამ გეგუჩაძე და საბა კოდუა. ნახვები :…
-
”დროა სიმართლე გითხრათ, ყველას გაინტერესებდათ…” – ნახეთ, ნინი ბადურაშვილმა წარმოუდგენელი რამ აღიარა
მომღერალი ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს. პოპულარულმა ტელეწამყვანმა გაამხილა, რომ კრივზე დადის და ფორმას ასე ინარჩუნებს. ნახვები : 13,894
-
ძიძა, რომელმაც 1 წლის ბავშვი ცემა, სრულიად წარმოუდგენელი მიზეზით უდანაშაულოდ ცნეს
ძიძა, რომელმაც პატარა ბავშვი ცემა, პასუხისგებაში არ მიეცემა, რადგან პატარას საუბარი ჯერ არ შეუძლია. ჯოშუა მერბურის 1 წლის შვილი ჯეიკობი, რომლის სახეც დალურჯებული და დაკაწრულია, ვერ დაადებს დამნაშავეს ხელს…
-
კარმა დაბადების წლის მიხედვით ბევრს იტყვის თქვენს ბედისწერაზე
კარმა ადამიანის გარდასახვის სწავლებაა. ტიბეტში ითვლება, რომ სულს ადამიანის სხეულში 9-ჯერ შეუძლია გარდასახვა. ვიცით, რომ ადამიანი ყოველ ახალ ცხოვრებაში კარმულ გამოწვევებს ხვდება,რონელის ცხოვრების სხვადასხვა სფეროს ეხება : სიყვარულს, ჯანმრთელობას,…