2024 წელს სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე თბილისის მერია ერთჯერად დახმარებას გასცემს.
პროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.
ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ ის კიდევ მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:
ა) 300 ლარი – მე-3 ახალშობილზე;
ბ) 500 ლარი – მე-4 ახალშობილზე;
გ) 1000 ლარი – მე-5 და შემდეგ ახალშობილზე.
თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 1 მარტამდე მიწოდებული ბაზის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში.
კუთვნილი თანხის დარიცხვა მომსახურე ბანკიდან (“თიბისი ბანკი”) ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ განხორციელდება.
რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ოჯახმა ?
მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას დამატებითი თანხის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნას:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, პირველი-მეორე შვილზე განცხადებით მიმართვა საჭირო არ არის და მათ სიას სოციალური მომსახურების სააგენტო გადასცემს. ხოლო, მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას მშობლის პირადობის მოწმობა და ახალშობილების დაბადების მოწმობის ასლი უნდა წარადგინოთ და განცხადებით თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურს მიმართოთ. შემდგომში, თიბისი ბანკიდან ბარათის დამზადების შესახებ შეტყობინებას მიიღებთ და თანხა ჩაგერიცხებათ.
დამატებითი ინფორმაციისათვის კი შეგიძლიათ, დარეკოთ ცხელ ხაზზე: 272 22 22
“ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით“ – ვინ მიიღებს ამ თანხას
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
”ლიპის ტბა გასკდა და ნიაღვარი გადმოდის… ხალხი შველას ითხოვს”- კადრები ადგილიდან
თეთრიწყაროში ლიპის ტბა გასკდა და ნიაღვარი გადმოდის. ადგილობრივი მოსახლეობა შველას ითხოვს. კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. @777la3 ♬ оригинальный звук – garik gasparyan ნახვები : 13,361
-
„17 წლის გოგოს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, გააუპატიურა და კვალის დაფარვის მიზნით კი ცხედარი დაწვა…“
2014 წლის 19 მარტს მარნეულის სოფელ თამარისში მომხდარმა საზარელმა ამბავმა, მთელს სოფელს თავზარი დასცა, ორი ოჯახის ისტორია სამუდამოდ შეცვალა. 17 წლის მ.ნ 51 წლის ი.წ სასტიკად მოკლა, გოგონას, კაცმა…
-
,,ვგრძნობდი, სიკვდილი ახლოსაა, მაგრამ მეგონა მე ვკვდებოდი, თურმე ამ დროს შვილი აღარ მყავს და მიმალავდნენ…” – მანჩო გიორგობიანის უმძიმესი დედური წინათგრძნობა
თავის უცნაურ წინათგრძნობაზე ,,პრაიმტაიმს” უამბობს: -ვგრძნობდი, რომ სიკვდილი ახლოს იყო. მაგრამ მეგონა, მე ვკვდებოდი. განსაცდელი თან დამყვებოდა.მეგობრებთან ვხუმრობდი, მალე მოვკვდები-მეთქი. „ფეისბუქზე“ დავდე ჩემი უცნაური შავი ფოტოები, სახლიდან წავედი და…
-
რომელ რეგიონში არის მოსალოდნელი სეტყვა და ძლიერი ქარი – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
გარემოს ეროვნული სააგენტო 18-20 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების პროგნოზით, 21 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე…
-
ვრცელდება სკანდალური ვიდეო, როგორ სცემს ყოფილ ცოლს ცნობადი სახე: გაფრთხილებთ, კადრები მძიმე სანახავია
ვრცელდება კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ სცემს ცნიბილი რეპერი და შოუბიზნესის მეგავარსკვლავი puff daddy ყოფილ ცოლს. ეს ვიდეო გადაღებულია 2016 წელს, ლოს-ანჯელესის სასტუმროში. ვიდეო 8 წლის წინ არის გადაღებული, თუმცა…
-
დაიღუპა ყველასათვის ცნობილი და საყვარელი მსახიობი და რეჟისორი – უმძიმესი ტრაგედია
ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა სრულიად საქართველოში. რეჟისორი და მსახიობ-მეთოჯინე, ბახვა წერედიანი გარდაიცვალა,- ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. “მეთოჯინე რეზო გაბრიაძის თეატრიდან ქუჩაში, რუსთაველის გამზირზე გავიდა. ყოველ საღამოს მართავდა წარმოდგენებს თავისი…