2024 წელს სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე თბილისის მერია ერთჯერად დახმარებას გასცემს.
პროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.
ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ ის კიდევ მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:
ა) 300 ლარი – მე-3 ახალშობილზე;
ბ) 500 ლარი – მე-4 ახალშობილზე;
გ) 1000 ლარი – მე-5 და შემდეგ ახალშობილზე.
თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 1 მარტამდე მიწოდებული ბაზის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში.
კუთვნილი თანხის დარიცხვა მომსახურე ბანკიდან (“თიბისი ბანკი”) ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ განხორციელდება.
რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ოჯახმა ?
მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას დამატებითი თანხის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნას:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, პირველი-მეორე შვილზე განცხადებით მიმართვა საჭირო არ არის და მათ სიას სოციალური მომსახურების სააგენტო გადასცემს. ხოლო, მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას მშობლის პირადობის მოწმობა და ახალშობილების დაბადების მოწმობის ასლი უნდა წარადგინოთ და განცხადებით თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურს მიმართოთ. შემდგომში, თიბისი ბანკიდან ბარათის დამზადების შესახებ შეტყობინებას მიიღებთ და თანხა ჩაგერიცხებათ.
დამატებითი ინფორმაციისათვის კი შეგიძლიათ, დარეკოთ ცხელ ხაზზე: 272 22 22
“ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით“ – ვინ მიიღებს ამ თანხას
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
„მან ბიჭის მოსახრჩობი ბაწარი მიაწოდა ბიძას და მამას…“ – რა დააშავა 28 წლის ბიჭმა ისეთი, რომ ასე სასტიკად გაიმეტეს?
28 წლის ნიკა ღვინიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ძმებმა მედოშვილებმა დუმილი დაარღვიეს და სასამართლოზე სისხლიანი ღამის დეტალები გაიხსენეს. ისინი ცდილობდნენ მოსამართლე დაერწმუნებინათ, რომ თანასოფლელის მკვლელობის განზრახვა არ ჰქონიათ და მხოლოდ თავს…
-
ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი და გივი მაჭარაშვილი პარიზის ოლიმპიადიდან სამშობლოში 13 აგვისტოს, 03:10 წუთზე დაბრუნდებიან
სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი და ვერცხლის მედალოსანი გივი მაჭარაშვილი პარიზის ოლიმპიადიდან სამშობლოში 13 აგვისტოს, 03:10 წუთზე დაბრუნდებიან, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და…
-
კაცი, რომელმაც ცოლი და ორი მეგობარი მოკლა დაუჯერებელი რამ თქვა… – “ორივესთან ღალატობდა…”
მეუღლის და კიდევ 2 პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის, გია ფარადაშვილის განცხადებით, მკვლელობაში ბრალდებული აღიარებს, რომ დანაშაული ღალატის გამო ჩაიდინა.“მან განმარტა, რომ ღალატის გამო ჩაიდინა. მისთვის ეს [ღალატი] ცნობილი…
-
”ცოტა ფილერი გავიკეთე სახეზე და ტუჩზე” – რა ვიდეოს აქვეყნებს ქეთა თოფურია
რუსეთში მოღვაწე, წარმოშობით ქართველი მომღერალი, ქეთა თოფურია, სოციალურ ქსელში ხშირად აქტიურობს. ქეთამ ამჯერად “ინსტაგრამზე” ახალი ვიდეო გამოაქვეყნა სადაც ამავე აპლიკაციის ფილტრს იყინებს და ამბობს რომ მან ბოტოქსი გაიკეთა. ვიდეო…
-
7 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი – რას გვირჩევენ ვარსკვავები
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი ამ დღეს კვირის მანძილზე დაგროვილმა დაღლილობამ შეიძლება თავი იჩინოს. მოერიდეთ მუშაობას – ახლა ყველაზე მეტად დასვენება, კარგი გამოძინება…