ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი და გივი მაჭარაშვილი პარიზის ოლიმპიადიდან სამშობლოში 13 აგვისტოს, 03:10 წუთზე დაბრუნდებიან

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი და ვერცხლის მედალოსანი გივი მაჭარაშვილი პარიზის ოლიმპიადიდან სამშობლოში 13 აგვისტოს, 03:10 წუთზე დაბრუნდებიან, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

„მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ 13 აგვისტოს, 03:10 წუთზე, პარიზის ოლიმპიადიდან სამშობლოში დაბრუნდება საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია, მათ შორის სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი და ვერცხლის მედალოსანი გივი მაჭარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშებზე საქართველომ შვიდი მედალი მოიპოვა: სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. აღსანიშნავია, რომ მედლების საერთო რაოდენობით ისტორიაში პირველად საქართველომ 24-ე ადგილი დაიკავა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შესაძლოა დაგაინტერესოთ