2024 წელს სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე თბილისის მერია ერთჯერად დახმარებას გასცემს.
პროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.
ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ ის კიდევ მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:
ა) 300 ლარი – მე-3 ახალშობილზე;
ბ) 500 ლარი – მე-4 ახალშობილზე;
გ) 1000 ლარი – მე-5 და შემდეგ ახალშობილზე.
თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 1 მარტამდე მიწოდებული ბაზის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში.
კუთვნილი თანხის დარიცხვა მომსახურე ბანკიდან (“თიბისი ბანკი”) ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ განხორციელდება.
რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ოჯახმა ?
მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას დამატებითი თანხის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნას:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, პირველი-მეორე შვილზე განცხადებით მიმართვა საჭირო არ არის და მათ სიას სოციალური მომსახურების სააგენტო გადასცემს. ხოლო, მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას მშობლის პირადობის მოწმობა და ახალშობილების დაბადების მოწმობის ასლი უნდა წარადგინოთ და განცხადებით თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურს მიმართოთ. შემდგომში, თიბისი ბანკიდან ბარათის დამზადების შესახებ შეტყობინებას მიიღებთ და თანხა ჩაგერიცხებათ.
დამატებითი ინფორმაციისათვის კი შეგიძლიათ, დარეკოთ ცხელ ხაზზე: 272 22 22
“ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით“ – ვინ მიიღებს ამ თანხას
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
“წარმოიდგინეთ ერთ წამს ცეკვავ და შემდეგ კი კვდები…” – პირველი კომენტარი რუს ტურისტთან, რომელსაც ბათუმში მეხი დაეცა
ბათუმში, სანაპიროსთან რუსი ეროვნების დამსვენებლებიდან ერთ-ერთს, მეხი დაეცა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, მოცეკვავე ტურისტს როგორ ეკიდება ცეცხლი მოულოდნელად. რუსული მედიის ინფორმაციით, 32 წლის…
-
13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი – რას გვირჩევენ ვარსკვლავები
ვერძი ამ დღეს წარმატებას მხოლოდ კარგად ნაცნობი, რუტინული სამუშაო მოგიტანთ, ახალი ამოცანები კი სხვა დღისთვის უნდა გადადოთ. ვიღაცამ შეიძლება თქვენი წყობიდან გამოყვანა სცადოს, მაგრამ ეცადეთ, პროვოკაციას არ აჰყვეთ და…
-
მთელი ერი გახარებულია ამ ამბით! – ხვიჩა კვარაცხელიაზე ძალიან სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება
მოგეხსენებათ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ალბანეთთან ტკივილების გამო მოედანი დროზე ადრე დატოვა. ვილი სანიოლი იძულებული იყო კვარაცხელია გაეყვანა და არ გაეირსკა. ნეაპოლში დაბრუნებულ კვარაცხელიას გამოკვლევები ჩაუტარეს. დადგინდა, რომ ქართველ ვარსკვლავს…
-
“მეტროს საბურთალოს ხაზზე მატარებლები ვერ გადაადგილდებიან… ხალხი გაჰყავთ…” – რა ხდება ადგილზე?
თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე რამდენიმე წუთია შეფერხებაა. მატარებლები ვერ გადაადგილდებიან. სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, რომ მიზეზი ტექნიკური ხარვეზია და შესაბამისი სამსახური უკვე მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად. ნახვები : 4,325
-
ახლახან ცნობილი ჟურნალისტი გარდაიცვალა
რუსი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე ნიკოლაი სვანიძე 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება. სვანიძე მოსკოვში, საკუთარ ბინაში გარდაიცვალა. ბოლო წლებში ის ავად იყო. ექიმებმა მას თავის ტვინის იშემია დაუდგინეს,…