ახალგაზრდა მორაგბე დაიღუპა

სამწუხარო ამბავი მოხდა საფრანგეთის 18-წლამდე ნაკრებისთვის სამხრეთ აფრიკაში, სადაც ასაკობრივი საერთაშორისო სერია იმართება, სადაც საქართველოც მონაწილეობს.

ფრანგი ახალგაზრები ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ ზღვაში იყვნენ შესულნი, როდესაც 17 წლის მორაგბე მედჰი ნარჯისი, კეთილი იმედის კონცხთან, ტალღამ გაიტაცა.

მაშველები ახალგაზრდა მორაგბეს მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. მ ფაქტის შემდეგ საფრანგეთის ნაკრები ტურნირს ჩაეხსნა და განრიგშიც ცვლილებები შევიდა.

სოცქსელებში აქტიურად აკომენტარებენ ამ ფაქტს და უსამძიმრებენ ოჯახს:

“ვაი დედაშენს შვილო, სხეული ჯერაც ვერ ნახეს…”
|
“საწყალი ბიჭი, ნათელი შენს სულს”

“ღმერთო, რა უბედურებაა, ეს რა ხდება…”…

წერენ სოცქსელის მომხმარებლები.

შესაძლოა დაგაინტერესოთ