სენაკში გამთენიისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
გავრცელებული ცნობით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავარდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.