“ტყიდან გამოვარდა გოლიათი, ტალახში შევარდა და ხალხის გამოყვანა დაიწყო” – რას იხსენებენ შოვის ტრაგედიის თვითმხილველები, აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშველდიშვილზე

თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე ქარ­თვე­ლი გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლი პა­რი­ზის 2024 წლის ოლიმ­პი­ა­დის ოქ­როს მედ­ლის მფლო­ბე­ლია. ქარ­თვე­ლი ფა­ლა­ვა­ნი ფი­ნალ­ში პრინ­ცი­პულ მე­ტო­ქეს ირა­ნელ ამირ ზა­რეს და­უ­პი­რის­პირ­და და მო­უ­გო. მან ირა­ნე­ლი 10:9 და­ა­მარ­ცხა.

ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში კი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ხე­ლით მო­ას­პა­რე­ზე გი­ორ­გი მეშ­ვილ­დიშ­ვი­ლი და­ა­მარ­ცხა.

დრა­მა­ტუ­ლი და და­ძა­ბუ­ლი ფი­ნა­ლის შემ­დეგ მა­ყუ­რე­ბელ­მა მთა­ვა­რი, და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია იხი­ლა. კვარ­ცხლბეკ­ზე ორი ქარ­თე­ლი იდგა. გე­ნოს­თან ერ­თად იქ იყო გი­ორ­გი მეშ­ვილ­დიშ­ვი­ლიც, რო­მე­ლიც ჰიმნს გე­ნოს­თან ერ­თად აჰ­ყვა და ეს ცე­რე­მო­ნი­ის ერთ-ერთი ემო­ცი­უ­რი ნა­წი­ლი იყო.

  • რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, გი­ორ­გი მეშ­ველ­დიშ­ვი­ლი შო­ვის ტრა­გე­დი­ის ერთ-ერთი გმი­რია, რო­მე­ლიც სტი­ქი­ის ეპი­ცენ­ტრში იყო და ხალ­ხის გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლობ­და

“ტყი­დან გა­მო­ვარ­და გო­ლი­ა­თი, რო­მე­ლიც მშვე­ლე­ლად მოგ­ვევ­ლი­ნა, ტა­ლახ­ში შე­ვარ­და და გა­მოყ­ვა­ნა და­ი­წყო ხალ­ხის” – ამას შარ­შან­დე­ლი შო­ვის ტრა­გე­დი­დან ყვე­ბო­და თვითმხილ­ვე­ლი ხალ­ხი. ესაა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ხე­ლით რომ ას­პა­რე­ზობს ეს დიდი გუ­ლის ბიჭი, ონში და­ბა­დე­ბუ­ლი ჩემ­პი­ო­ნი გი­ორ­გი მეშ­ველ­დიშ­ვი­ლი.

სა­ა­მა­ყო ბი­ჭია ნამ­დვი­ლად მეც გან­სა­კუთ­რე­ბით მე­ა­მა­ყე­ბა ვაჟ­კა­ცი ჩემი რა­ჭი­დან!“ – წერს მაკა მუკ­ვა­ნი, შო­ვის ტრა­გე­დი­ი­დან ერთი წლის შემ­დეგ, ფა­ლა­ვა­ნის გახ­სე­ნე­ბი­სას.

შესაძლოა დაგაინტერესოთ