საშინელი ტრაგედია: მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 250 ადამიანი დაიღუპა და რაოდენობა შესაძლოა 500-მდეც კი გაიზარდოს – დეტალები

სამხრეთ ეთიოპიაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 250-მდე გაიზარდა და შესაძლოა 500-მდეც კი გაიზარდოს. ამის შესახებ გაერო ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება, წერს CNN-ი. 

მეწყერი გოფას ზონაში ძლიერი წვიმის შედეგად ორჯერ, 21 ივლისის საღამოსა და 22 ივლისის დილას, ჩამოწვა. ის ყველაზე მომაკვდინებელი აღმოჩნდა, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა ეთიოპიაში, აფრიკის მეორე ყველაზე დასახლებულ ქვეყანაში.  

„ეს ადამიანები კვლავ მიწის ჩამოშლის მაღალი რისკის ქვეშ არიან და მათი დაუყოვნებლივ უსაფრთხო ზონებში ევაკუაციაა საჭირო. მათ შორის არის 5 წლამდე ასაკის სულ მცირე 1 320 ბავშვი და 5 293 ორსული და მეძუძური ქალი“, – განაცხადა გაეროს ჰუმანიტარულმა სააგენტომ OCHA-მ.

გაეროს სააგენტოს ცნობით, მთავრობა ევაკუაციის გეგმას ამზადებს.

მეწყერში მოყოლილი ადამიანების ძებნა-შველის ოპერაციებში ადგილობრივები და მოხალისეები არიან ჩართულები. 

შესაძლოა დაგაინტერესოთ