შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობით, სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ვადები განისაზღვრება კატეგორიების და
ქვეკატეგორიების მიხედვით – AM-დან B1 კატეგორიის ჩათვლით, მართვის მოწმობის ვადა 15 წელი იქნება, C-დან D1E-ის ჩათვლით – 5 წელი:
AM, A, B, BE, T, S, A1, A2, B1 – კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მართვის მოწმობის მოქმედების ვადა განსაზღვრულია 15 წლით.
C, CE, D, DE, C1, C1E, D1, D1E და ტრამვაის – კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მართვის მოწმობის მოქმედების ვადა განსაზღვრულია 5 წლით.
საერთაშორისო მართვის მოწმობის მოქმედების ვადა განსაზღვრულია 3 წლით (განურჩევლად მინიჭებული კატეგორიისა და ქვეკატეგორიებისა). მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ, მართვის მოწმობის შეცვლა ხდება მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა IV-100/ა) წარდგენის საფუძველზე” | ნათქვამია განცხადებაში