ქალი აეროპორტის საბარგო კონვეიერში გაიჭედა და გარდაიცვალა – უმძიმესი შემთხვევა

უმ­ძი­მე­სი შემ­თხვე­ვა მოხ­და აშშ-ში. ქა­ლაქ ო’ჰა­რის აე­რო­პორ­ტში ქალი სა­ბარ­გო კონ­ვე­ი­ერ­ში გა­ი­ჭე­და და გარ­და­იც­ვა­ლა. ის ოჰა­რის ტერ­მი­ნა­ლის 5-ე ბარ­გის ზო­ნა­ში იყო გა­ჭე­დი­ლი.

ჩი­კა­გოს სა­ხან­ძრო გან­ყო­ფი­ლე­ბა აე­რო­პორ­ტში დი­ლის 7:45 სა­ათ­ზე გა­მო­ი­ძა­ხეს და გა­დას­ცეს, რომ ქალი სა­ბარ­გო კა­რუ­სე­ლის მე­ქა­ნიზ­მში იყო გა­ჭე­დი­ლი. თუმ­ცა, მისი დახ­სნა დრო­ზე ვერ მო­ხერ­ხდა და 57 წლის ქალი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლის თქმით, და­ღუ­პუ­ლი აე­რო­პორ­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლი არ იყო.

ჩი­კა­გოს პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, სათ­ვალ­თვა­ლო ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ უც­ნო­ბი ქალი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩუ­მად შე­ვი­და. ის ვე­რა­ვინ შე­ნიშ­ნა, შე­დე­გად მისი ცხე­და­რი მე­ქა­ნიზ­მში 5 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო გა­ჭე­დი­ლი. მე­ხან­ძრე­ებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ იგი მი­მაგ­რე­ბუ­ლი იყო კონ­ვე­ი­ე­რის სის­ტე­მის აპა­რატ­ში, რო­მე­ლიც აგ­ზავ­ნის ბარ­გს თვითმფრი­ნა­ვებ­ში და უკან.

გარ­დაც­ვლი­ლის შე­პარ­ვის მი­ზე­ზი უც­ნო­ბია. ქა­ლის ვი­ნა­ო­ბა არ კონ­კრეტ­დე­ბა. ასე­ვე უც­ნო­ბია, სად ცხოვ­რობ­და ან რა­ტომ იყო ის აე­რო­პორ­ტში.

წყა­რო

შესაძლოა დაგაინტერესოთ