მუსიკოსი, ფოლკლორისტი, ხელოვნებათმცოდნე და „იუმორინას“ ერთ-ერთი ავტორი გია ბაღაშვილი ქართული საზოგადოებისთვის პატივსაცემი ადამიანია.
მისი ოჯახი და შემოქმედება ორმაგად საინტერესოა მისი გულშემატკივრებისთვის. მას მსახიობ თაკო ტაბატაძესთან ქორწინებიდან ოთხი ქალიშვილი ჰყავს, თუმცა წყვილი, ამჟამად განქორწინებულია.
ამჯერად მუსიკოსი გია ბაღაშვილი სოციალური ქსელის მომხმარებლებს შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს უზიარებს. როგორც იგი წერს, ფოტოები 4 წლის წინა არის გადაღებული.
„ზუსტად 4 წლის წინანდელი ფოტოები ვნახე. რა პატარები იყვნენ ჩემი გოგოები“, – წერს გია ბაღაშვილი.
ფოტოს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა:
„ძალიან კარგი შვილები გყავთ, ჯანმრთელი და ბედნიერები იყვნენ“,
„დრო სწრაფად გარბის“,
„უკარგესი ოჯახი“,
„საუკეთესოები“, – წერენ კომენტარებში.