აშშ-ში, კოლორადოში დედას ქალიშვილის მკვლელობისთვის 84 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
12 ივნისს, 28 წლის ალექსუს ტანიელ ნელსონმა დანაშაული აღიარა.
ბავშვის ნაშთები ნელსონის ბინაში 2023 წელს იპოვეს. პოლიციას ბავშვის ბებიამ (ნელსონის დედამ) დაურეკა, რომელმაც თქვა, რომ მისი შვილიშვილის შესახებ დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში არაფერი გაუგია.
როდესაც პოლიცია ქალის ბინაში მივიდა, ნელსონმა განაცხადა, რომ ბავშვი შვილად აყვანის მიზნით სხვაგან წაიყვანა. თუმცა, როდესაც პოლიცია დაუკავშირდა ნელსონის ხსენებულ შვილად აყვანის სააგენტოს, მათ „განაცხადეს, რომ არანაირი კონტაქტი ან საქმის მასალები არ ჰქონიათ ნელსონთან ან მის ქალიშვილთან დაკავშირებით“.
ამ ფაქტმა პოლიცია ნელსონის სახლში კიდევ ერთხელ მიიყვანა, სადაც დეტექტივებმა უკვე უსიამოვნო სუნი აღმოაჩინეს. სუნი ბინის ეზოში არსებული კარადიდან მოდიოდა.
„ჩანთაში დეტექტივებმა იპოვეს ნელსონის ქალიშვილის ნაშთები. ამასთან, ძვლის ფრაგმენტები იპოვეს ბუხარში“,- ნათქვამია განცხადებაში.