გიორგი გველესიანს „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობა შესთავაზეს – რას პასუხი გასცა ფეხბურთელმა ნოე სულაბერიძეს?

მომღერალი ანდრია გელესიანი, ფეხბურთელ გიორგი გველესიანის განცხადებას, რომ ინტერვიუების მიღემაზე უარს აფხადებს და აღარ გამოჩნდებოდა ასე ეხმაურება:

„დაისვენებენ ზოგიერთები ♥️ 

წლებია გიორგის ნაკრებში გამოძახებას ვითხოვდით,როგორც იქნა გამოიძახეს და იბრწყინა კიდეც ჯერ როგორც ფეხბურთელმა ევროპის ჩემპიონატზე და მერე როგორც ადამიანმა როცა საზოგადოებამ ახლოს გაიცნო. 

დამსახურებული სიყვარული და აღიარება მიიღო 33 წლის ასაკში ✨ 

უბრალოდ არსებობენ ადამიანები (სექტანტები) რომლებსაც არ მოსწონთ პირდაპირი ადამიანები და მაინც და მაინც მათ გემოვნებაში უნდა ჯდებოდე,მათივე განსაზღვრულ ჩარჩოებში და შეხედულებებში (არადა დემოკრატიის შუქურები არიან რომ კითხო) აი ძირითადად ეს ადამიანები გაღიზიანდნენ და ვერ აიტანეს ამ ბიჭის დამსახურებული პოპულარობა და მისი აღიარება.. 

არაუშავს იმედი მაქვს განვვითარდებით ერთმანეთის სიხარულის გულწრფელ გაზიარებაში ოდესმე ♥️.“.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე საათის მერე ასევე დაწერა:

„ჩემს ძმაკაცს დავესესხები ამ გამოთქმაში და 

“მოდი პირდაპირ გეტყვით” ყველა ის ადამიანი ვისაც ბოროტება,ინტრიგა და სიძულვილის ენა გიდუღთ სულში – მეცოდებით და ჩემი აზრით თქვენივე კომპლექსები გალანძღინებთ ხალხს ძირითად შემთხვევაში..“.

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ფეხბურთელი, გიორგი გველესიანი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობს, ის სოციალურ ქსელშიც აქტიურობდა.

მაგრამ ერთი-ერთი ინტერვიუს დროს მან განაცხადა, რომ უკვე საზოგადოებას თავი შეაწყინა და ეს ბოლო ინტერვიუ იქნებოდა.

გადაცემაში ნოესთან საქართველოს ნაკლების წევრმა გიორგი გველესიანმა თავისი ბავშვობა გაიხსენა.

„ჩემი მშობლები მუშაობდნენ 24 საათი იმისთვის, რომ ჩვენ არაფერი მოგვკლებოდა. მაშინ ძალიან რთული ცხოვრება იყო, არ ჰქონდათ იმის ფუფუნება, რომ თუნდაც მე გამომყოლოდნენ ვარჯიშზე.

ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც ჭავჭავაძის გამზირიდან მინდოდა 35-ე საფეხბურთო სკოლამდე მისვლა, მაშინ ტროლეიბუსი დადიოდა და 20 კაპიკი ღირდა. ხშირად გადამიგდია ვარჯიში, იმიტომ რომ ფული არ მქონდა, ან ფეხით წავსულვარ და უკან დავბრუნებულვარ“, – არაფერი დამალა ფეხბურთელმა.

„პირველად როცა ფეხბურთზე შემიყვანეს, დედაჩემი გამომყვა და „გადასახადი მაშინ იყო 20 ლარი და 2 თვის მერე გამოვედი ფეხბურთიდან, რადგან არ მინდოდა მშობლებისთვის ფული მეთხოვა. 

მერე თავისით დალაგდა თუმცა გაჭირვება მაინც იყო. დინამოში რომ მივედი მეცვა ტაიგერები, რომელიც დაზიანებული და დახეული იყო და ასევე საწვიმარი შარვალი“, – დასძინა გველესიანმა.

ქართველი ფეხბურთელი, გიორგი გველესიანი გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა სტუმრად. გადაცემის ბოლოს წამყვანმა, ნოე სულაბერიძემ გიორგის „ცეკვავენ ვარსკვლავების რომელიმე სეზონში მონაწილეობა შესთავაზა.

„რატომაც არა“, – უპასუხა გიორგი გველესიანმა წამყვანს.

შესაძლოა დაგაინტერესოთ