ცნობილი ექიმი, თბილისის სამედიცინო უნივერისტეტის ასოცირებული პროფესორი, ნინო აბაშიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი მეუღლე, კახა მეტრეველი ავრცელებს.
“მეხი დამეცა და თავზე დამემხო ცხოვრება, რომელსაც 33 წელი ვქმნიდით და ვაშენებდით.
ჩვენ ხომ შევპირდით ერთმანეთს, რომ სულ ერთად გავწევდით ჭაპანს, მაგრამ მიღალატე, მარტო დამტოვე და ფრთებიც დამამტვრიე.რატომ ნინო? ჩემო სიყვარულო და უერთგულესო თანამესაყდრე”, – წერს კახა მეტრეველი.