საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა და მისმა საცოლემ ელენე ეპიტაშვილმა ხელი მოაწერეს. წყვილი ოფიციალურად დაქორწინდა. ცერემონიამ, როგორც ჩანს, ზედმეტი პომპეზურობის გარეშე ჩაიარა.
„მამარდამ და ელენემ ხელი მოაწერეს, კონტრაქტის ხანგრძლივობა – სამუდამო“ – აღნიშნულია geo team-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.