თურქეთში ტურისტული ავტობუსი სამ ავტომობილს და სახლს შეეჯახა – გარდაცვლილთა შორის 11 წლის ბავშვია

თურქეთში ავტობუსი რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა ავარიაში მოყვა – მუგლეს პროვინციაში მომხდარ ავარიას  2 მგზავრი ემსხვერპლა 35 კი დაშავდა. გარდაცვლილთაგან ერთი 11 წლის ბავშვია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ექიმები 9 დაშავებულის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ.

წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსს მუხრუჭებმა უმტყუნა, რის გამოც გაჩერებულ 3 ავტომობილს, შემდეგ კი საცხოვრებელი სახლის ეზოს კედელს შეეჯახა.

შესაძლოა დაგაინტერესოთ