თურქეთში ავტობუსი რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა ავარიაში მოყვა – მუგლეს პროვინციაში მომხდარ ავარიას 2 მგზავრი ემსხვერპლა 35 კი დაშავდა. გარდაცვლილთაგან ერთი 11 წლის ბავშვია.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ექიმები 9 დაშავებულის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ.
წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსს მუხრუჭებმა უმტყუნა, რის გამოც გაჩერებულ 3 ავტომობილს, შემდეგ კი საცხოვრებელი სახლის ეზოს კედელს შეეჯახა.