სამუშაოდ წასული ჩოხატაურელი მძღოლი საკუთარ სატვირთო მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს – ვინ არის დაღუპული და რას წერენ მასზე?

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის მკვიდრი ლაშა გუდავაძე სატვირთოს მძღოლი იყო და ის მოსკოვში იმყოფებოდა. სხვა ქართველმა მძღოლებმა ლაშა სატვირთოში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.

„ეს რა უბედურება დაგვემართა, არ მჯერა, რომ აღარ მოვხვალ ჩვენო მოუშუშებელო ტკივილო, მწუხარებავ ჩვენო ლაშა.

გლოვის ზარია სოფელში. ტირის ყველა ვინც კი გიცნობდა, მეზობლები, ნათესავები, სრულიად საგვარეულო. ისედაც ნაადრევად წასული ახალგაზრდებისგან დაჩაგრული სოფლისთვის ეს მეტისმეტი იყო. გაგვიახლდა 7 წლის წინათ ამიროს გარდაცვალებით გამოწვეული მოუშუშებელი ჭრილობა და ტკივილი. თქვენ ხომ სიყრმის მეგობრები იყავით. იცოცხლო მთავარი არაა, წლეები მთავარია თუ როგორი კაცობის სახელს დატოვებ ამქვეყნად.

მადლობელი ვართ შენი კაცობისთვის, სიყვარულისთვის და იმ ლამაზი დღეებისთვის რომელიც ჩვენს გვერდით გაგიტარებია.

გემშვიდობებით ლაშა, ვილოცებთ შენთვის და უფალს შევთხოვთ, რომ ჩვენს მიერ ანთებულმა სანთელმა გზა გაგინათოს ცათა სასუფეველში“, – წერს სოციალურ ქსელში ხიდისთავის საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილი მერაბ გუდავაძე და გარდაცვლილი ბიჭების ფოტოს აქვეყნებს.

გურია ნიუსი

შესაძლოა დაგაინტერესოთ