“შვილმა მითხრა: ექიმი მელაპარაკა – ვერ ავაწყობთო და ამპუტაცია იქნებაო საჭირო…” – რა ამბობს გუშინ დაჭრილი “გლოვოს” კურიერის დედა?

“გლოვოს” კურიერის, თემო სიგუას დედა ამბობს, რომ მის შვილს ორივე ფეხი საოპერაციო აქვს. მისივე თქმით, ექიმებმა დაჭრილ ახალგაზრდას უთხრეს, რომ საჭიროა თითების ამპუტაცია:

“ორივე ფეხი საოპერაციოა. დამსხვრეულია ძვლები. მე როგორც ვიცოდი, აღდგენა მოხდებოდა და ახლა ჩემმა შვილმა მითხრა, ექიმი მელაპარაკაო ვერ ავაწყობთო და ამპუტაცია იქნებაო საჭირო თითების.

ოთხი კი ჩამოვიდნენ, მაგრამ ერთთან იყო კამათი, იარაღი ამოიღო და უცებ მესროლაო. ერთი მე ამომიდგა, მოტოზე დამსვა და დავაი გააღწიე აქედანო. ერთი ბოთლი აკლიაო და მე ვუთხარი- შეფუთული ხო იყო, მე რა შუაში ვარო, გლოვოში დარეკე, მე რაც ჩამაბარეს ის ჩაგაბარეთო. შენო ბიჭო ვის ეტლიკინებიო და დედაზე შემაგინაო”. ამბობს დაჭრილის დედა ლენა ჩოგოვაძე.

წყარო: მთავარი არხი

შესაძლოა დაგაინტერესოთ