„4 ბიჭი და 4 გოგო ჩამოსულან, ჯერ უცემიათ, მერე დაახალა ერთი „აბოიმა“ ტყვია“- რას ყვება დედა?! რა გახდა კურიერზე სასტიკი ანგარიშსწორების მიზეზი ვერც კი წარმოიდგენთ

თბილისში გლოვოს კურიერი პნევმატიკური იარაღიდან დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ნუცუბიძის ქუჩაზე მოხდა.

დაჭრილი კურიერის დედამ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა:

„შეკვეთა მიუტანია, „გლოვოზე“ მუშაობს, დამირეკა და მითხრა, ბოლო შეკვეთა მაქვსო და მოვდივარო. მერე მირეკავს, დედა ჩამოდი ქვემოთ, დაჭრილი ვარო.  რას ვხედავ, 1 ტყვია, მეორე და მესამე.

ჩვენს სახლთან არ მომხდარა, ნუცუბიძიდან არავის არ დაურეკავს, ხალხი რომ შეგროვდა. რა გულის ხალხია, შვილები არ ჰყავთ? დედები არ არიან? მთელი ნუცუბიძე ფეხზე იდგა.

4 ბიჭი და 4 გოგო ჩამოსულან, ჯერ უცემიათ, მერე დაახალა ერთი „აბოიმა“ ტყვია“, – ამბობს დაჭრილი კურიერის დედა.

ცნობისთვის,  მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

28 ნახვები