ზოდიაქოს ეს ნიშნები ივლისიდან გამდიდრდება და დიდ წარმატებას მიაღწევს

 საინტერესოა, რომელი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები მოაგვარებენ იოლად ფინანსურ საკითხებს 2024 წელს და ვის მოუწევს დიდი შრომა ფულის საშოვნელად?  

ვერძი

ვერძის ნიშნის წარმომადგენლებმა წელი კარგი განწყობით უნდა დაიწყონ. სავარაუდოდ, მოსალოდნელია ხელფასის მნიშვნელოვანი ზრდა, მაგრამ თავს არ მისცეთ უფლება, რომ წარმატებამ გონება აგირიოთ. ასტროლოგები ცეცხლის ნიშანს ურჩევენ, რომ იყვნენ თავაზიანი კოლეგების მიმართ და არ ითავხედონ ხელმძღვანელების წინაშე. ბიზნესმენები კრეატიულები იქნებიან და, სავარაუდოდ, კონკურენტებზე გაცილებით მეტი წარმატებით გააგრძელებენ წინსვლას. 2024 წელს ვერძს განსაკუთრებით სწორი ფინანსური გათვლები და ინვესტიციები დაუფასდება.  

კურო

კუროსთვის 2024 წელი  ფინანსურად არც თუ მომგებიანად დაიწყება. შესაძლოა დაგვიანდეს თანხის მიღება, რაც ნერვიულობას და სტრესს გამოიწვევს. გაზაფხულის ბოლოს ვარსკვლავები კუროებს კარგ მიღწევებსა და კარიერულ წარმატებებს წინასწარმეტყველებენ, ასევე, ფულის შემოდინებას რამდენიმე წყაროდან. ბიზნესმენებისთვის წლის დასაწყისი ფინანსური თვალსაზრისით დიდად წარმატებული არ იქნება, მაგრამ წლის მეორე ნახევარში მოგება მნიშვნელოვნად გაიზრდება. მოერიდეთ ყოველგვარ ინვესტიციას ზაფხულის დასაწყისში.

  ტყუპი

2024 წელი ფინანსების მხრივ ტყუპებისთვის წარმატებული იქნება. გაზაფხულის დასაწყისში და ზაფხულის მეორე ნახევარში დიდ მოგებას ნახავთ. ბიზნესმენები წლის დასაწყისში იგრძნობენ, რომ მათი გეგმები აუცილებლად განხორციელდება, თუმცა ტყუპებს სიფრთხილე მართებთ ფულთან მიმართებაში. აუცილებელია, რომ თავი შეიკავონ ფულის სესხებისგან და სარისკო ფინანსური ოპერაციებისგან. და კიდევ: თუ არ ისწავლით დაზოგვას, შემოსავალთან ერთად თქვენი ხარჯებიც გაიზრდება და ფულს ბარაქას ვერ დაატყობთ.  

კირჩხიბი

2024 წელს კირჩხიბებს ფინანსებთან დაკავშირებით ემოციების გაკონტროლება მოუწევთ. გაუთვალისწინებელი დაბრკოლებები და შეფერხებები ხელს შეგიშლით მუშაობაში და შესაძლოა კრიზისის წინაშე აღმოჩნდეთ. არსებობს თანხის დაკარგვის ალბათობა და ბიზნესი, სამწუხაროდ, ნელი ტემპით განვითარდება. აუცილებელია მსხვილი შენაძენის გაკეთებამდე ცივი გონებით შეაფასოთ საკუთარი ფინანსური მდგომარეობა, რადგან შესაძლოა მომავალში სერიოზული საფრთხე შეგექმნათ. ამ დროისთვის გვერდზე გადადეთ ნებისმიერი ინვესტიცია და გაფართოების გეგმები.

  ლომი

ლომები, ბოლოს და ბოლოს, შეძლებენ, სრულად დატკბნენ თავიანთი შრომის ნაყოფით. შესანიშნავი მოგება გელოდებათ, ვარსკვლავები წელიწადის უმეტესი ნაწილი თქვენ მიმართ კეთილგანწყობილები იქნებიან, ამიტომ არ მოდუნდეთ და მაქსიმალურად გამოიყენეთ ის შესაძლებლობები, რომლებსაც სამყარო 2024 წელს გპირდებათ. საზღვარგარეთ მივლინება ძალიან მომგებიანი იქნება და მაღალ დივიდენდებს მოგიტანთ. ბიზნესმენები საზღვარგარეთ ნებისმიერ კომპანიასთან ითანამშრომლებენ და კარგ სარგებელს მიიღებენ, თუმცა გახსოვდეთ, რომ 2024 წელი არ არის საუკეთესო დრო უძრავ ქონებაში ინვესტირებისთვის.  

ქალწული

ქალწულს ფინანსური ზრდის კუთხით საშუალო წელიწადი ექნება. მოვლენები ძველებურად განვითარება და მოსალოდნელი შედეგებიც დაგვიანებით მოვა. ბიზნესით დაკავებული ქალწულის ნიშნის წარმომადგენლები სირთულეებს განიცდიან კონკურენტებთან ბრძოლაში და წლის შუა რიცხვებში მცირე ზარალს უნდა ელოდონ, მაგრამ სიმშვიდე და მონდომება ხელს შეუწყობს სტაგნაციის პერიოდის დაძლევას. 2024 წლის მეორე ნახევრიდან სიტუაცია დასტაბილურდება. ზოგადად, ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ქალწულების ფინანსური სტაბილურობა და კეთილდღეობა მეტწილად მათ ჯანმრთელობაზე იქნება დამოკიდებული.  

სასწორი

სასწორის ნიშნის წარმომადგენლები 2024 წელს ბევრს მიაღწევენ. ვარსკვლავები წინსვლას და ფინანსურ მოგებას მათ განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარში უწინასწარმეტყველებენ, თუმცა, ვერძების მსგავსად, სასწორებსაც მოუწევთ ცივი გონებით მოქმედება, რათა წარმატებებმა და დიდებამ მათ რაციონალურად აზროვნების საშუალება არ წაართვან. ვარსკვლავები გირჩევენ, ნუ იქნებით ექსტრავაგანტური. თუ დაინტერესებული ხართ ინვესტიციით, მოერიდეთ რისკს და გაითვალისწინეთ ყველა იურიდიული ასპექტი.  

მორიელი

მორიელების ფინანსური გზა ახალ 2024 წელს ძალიან პერსპექტიულად დაიწყება. თქვენი შრომისმოყვარეობა მაქსიმალურად დაჯილდოვდება და ინვესტიციები კარგ შემოსავალს მოგიტანთ. ფინანსური მდგომარეობა მთელი წლის განმავლობაში სტაბილური იქნება და ვარსკვლავები მორიელებს ურჩევენ, წლის დასაწყისიდანვე დაიწყონ თანხის დაზოგვა მოგზაურობისთვის, ქორწილისთვის, ბინისთვის. ივნის-ივლისში შეძლებთ შეიძინოთ ახალი მანქანა, ახალი სახლი ან სხვა ძვირადღირებული უძრავი ქონება.  

მშვილდოსანი

2024 წელს მშვილდოსნები სტაბილურ ფინანსურ მოგებას მიიღებენ. გაზაფხულის დასაწყისში უცხოეთში მივლინება მათ ახალ პერსპექტივებსა და მატერიალურ ჯილდოებს მოუტანთ. ზაფხულის ბოლოს და მთელი შემოდგომის განმავლობაში ვარსკვლავები  კარგ პრემიებს და ხელფასის ზრდას გიწინასწარმეტყველებენ. ბიზნესმენები შეეცდებიან გაზარდონ და გააფართოონ თავიანთი საქმიანობის სფერო და მათი მოგებაც მაღალი იქნება. წლის ბოლოს საშუალება მოგეცემათ, რამდენიმე მომგებიანი ინვესტიცია განახორციელოთ.  

თხის რქა

2024 წელს თხის რქები კარიერაში აღმავლობასა და დაცემას განიცდიან, ასევე, განიცდიან რყევებს ფულის შემოდინებასა და გადინებას შორის. წლის დასაწყისში ზოგიერთმა დაბრკოლებამ შეიძლება შეაფერხოს შედეგები და ფინანსური ზარალი გამოიწვიოს. ფრთხილად უნდა იყოთ ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობისას – არ გასცეთ ფინანსური საიდუმლოებები! ბიზნესმენები ყურადღებით უნდა იყვნენ კონკურენტების მიმართ. შემოდგომის მოახლოებასთან ერთად ფინანსური საქმეები საგრძნობლად გაუმჯობესდება, თხის რქებს ახალი პროექტების წამოწყების საშუალება მიეცემათ, რომლებიც დიდ წარმატებას მოუტანთ მომავალში.  

მერწყული

მერწყულებს მნიშვნელოვანი სირთულეები შეექმნებათ 2024 წლის პირველ ორ თვეში. ბიზნესმენებმა შეიძლება წააგონ კონკურენტებთან, ამიტომ აუცილებელია ყურადღების გამახვილება შესრულებული სამუშაოს ხარისხზე. ფინანსურად, წლის დასაწყისი მომგებიანი არ იქნება, მოგიწევთ ხარჯების გაკონტროლება, მაგრამ შემდეგ თქვენი ყულაბა ისევ შეივსება და ზაფხულის დასაწყისისთვის ახალი წყაროებიდან უპრეცედენტო მოგებას მიიღებთ. 2024 წლის მეორე ნახევარი მერწყულებისთვის ფინანსურად  კარგი პერიოდი იქნება.

  თევზები

თევზების ნიშნის წარმომადგენლები 2024  წელს კარიერაში წარმატებებს უნდა ელოდონ.  მათთვის 2024 წლის გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა ძალიან მომგებიანი იქნება. მნიშვნელოვანია მაქსიმალურად გამოიყენონ ეს პერიოდი და უკვე შემოდგომის მიწურულს დატკბნენ მიღწეულით. ვარსკვლავების რჩევით, ისინი დიდ წარმატებას მიაღწევენ იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესსაქმიანობას ოჯახის წევრებთან ერთად წამოიწყებენ.

 ჰოროსკოპი ჰოროსკოპად და ყველას გისურვებთ ფინანსურად გაძლიერებას და მატერიალურ კეთილდღეობას 2024 წელს!

შესაძლოა დაგაინტერესოთ